ძილის ხარისხი თურმე ოთახის მცენარეებზეც ყოფილა დამოკიდებული. გთავაზობთ მცენარეების ჩამონათვალს, რომლებიც გემრიელად დაძინებაში დაგეხმარებათ.
1. სამზოლიანი სანსევიერია, იგივე სიდედრის ენა
ეს ყვავილი რეკორდსმენია ჟანგბადის გამოყოფაში, რაც თავისთავად უზრუნველყოფს ჯანმრთელ ძილს. მისი მოვლა არცთუ რთულია, კვირაში ერთხელ უნდა მოირწყას. განსაკუთრებულ განათებას არ საჭიროებს.
2. ლავანდა
ის დაგეხმარებათ მოდუნებაში, აქვს საოცარი სურნელი. მას უყვარს მზე, ზაფხულობით შეგიძლიათ გაიტანოთ აივანზე.
3. სპატიფილუმი
ის კარგად შთანთქავს ჰაერიდან საზიანო ფორმალდეჰიდებს, უზრუნველყოფს ჰაერის სისუფთავეს. კარგად გრძნობს თავს ჩრდილში, ამიტომ იდეალურია ბნელი საძინებლისთვის. მორწყვა კვირაში ერთხელ ჭირდება.
ასევე იხილეთ: სიყვარულისა და ბედნიერების მომტანი მცენარეები
4. გარდენია
გამოირჩევა არაჩვეულებრივი სურნელით, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ჭირდება მზიანი ადგილი.
5. ვარდისფერი ჟასმინი
ლამაზი ყვავილი გახლავთ, ფაქიზი არომატით, რომელსაც აქვს სედატიური მოქმედება. უყვარს მზიანი ადგილი და მორწყვა, თუმცა ბევრი წყალი არ უყვარს, შეიძლება დალპეს.