თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე 87 წლის ქალბატონი ლამარა აბჟანდაძე ცხოვრობს. სხვათა შორის, ქალბატონი ლამარა ცნობილი მხატვრის დავით ხიდაშელის დედაა. მის აივანს კორპუსის ეზოდანაც გამოარჩევთ. ქალბატონ ლამარასთან ერთად აქ უამრავი ლამაზი ყვავილი "ცხოვრობს". ყვავილები ბავშვობიდან უყვარდა. მაშინ სოფლის გორაკზე შეფენილს საპოვნელას, იას, ფურუსულას კრეფდა და სახლში მოარბენინებდა, თუმცა მათი სახელებიც კი არ იცოდა. ყვავილების სიყვარულმა ნელ-ნელა გაიდგა ფესვები ქალბატონი ლამარას გულში. ამბობს, რომ დღეს ეს პატარა არსებები მის ცხოვრებას საოცრად ალამაზებენ და ახალისებენ.
- ყვავილები ბავშვობიდან მიყვარს. უკვე
87 წლის ვარ და კი არ გამინელდა ეს სიყვარული, პირიქით, გამიმძაფრდა. ჩემი ბავშვობა ომიანობის წლებს დაემთხვა. თერჯოლის რაიონში, სიმონეთში გავიზარდე. ეზოში ხეხილი და ლამაზი, მოკრძალებული ყვავილები გვქონდა. მაშინ ასე ბევრი და სხვადასხვანაირი სახეობის ყვავილები არ იყო. ბავშვობაში თოხზეც მიმუშავია, ბარზეც, თუმცა ამას იძულებით არ ვაკეთებდი, ძალიან მსიამოვნებდა.
- თქვენი ბავშვობიდან რომელ ყვავილებს გაიხსენებდით?
- ჩვენს ეზოში ხარობდა ია, ვარდი, გვირილა, იასამანი, ფურუსულა, საპოვნელა... ძირითადად ესენი მახსენდება. ეს შემდეგ გავიგე, თორემ მაშინ სახელებიც არ ვიცოდი. დღესაც, ჩემთვის მთავარია ყვავილი მქონდეს და სახელს მნიშვნელობა არ აქვს.
- სოფელში დაბადებული და გაზრდილი ხართ, ამ ეტაპზე კი მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობთ, თუმცა როგორც ვხედავ, ამას თქვენთვის ხელი არ შეუშლია, უამრავი ყვავილი გაქვთ გახარებული...
- აივანზე მოვაწყვე, ასე ვთქვათ მინი-ბაღი და ამით ვიხარებ გულს. ნელა-ნელა, მოთმინებით ვაგროვებდი ყვავილებს. 90-იან წლებში ნაკლებად იყო ამის საშუალება, მაგრამ მაინც ვახერხებდი რაღაც ნაწილის შეგროვებას, ძირითადად მე თვითონ ვამრავლებდი ფოთლით, ტოტით. დღეს უკვე ზოგს შვილიშვილები მჩუქნიან, ზოგს ახლობლები, ვინც იცის ჩემი გატაცების შესახებ. სხვადასხვა სახეობის ყვავილები შემიგროვდა. კაქტუსები მაქვს ბევრნაირი, ფოთლოვანი, მოყვავილე და სხვა მცენარეები.
- კორპუსის სახლში მათი მოვლა არ გიჭირთ?
- მარტივი არ არის, მაგრამ ვახერხებ. დილით ადრე ვდგები, ვრწყავ, მიწას ვუფხვიერებ, ვასუფთავებ. როცა ყინვებია ვფუთავ, ან სახლში შემომაქვს, რომ არ გამიფუჭდეს.
- იცით რომელ მცენარეს როგორი პირობები და მოვლა სჭირდება? თუ ინტუიცია გკარნახობთ, რომელს როგორ მოუაროთ?
- ინტუიციითაც ვხვდები რომელს რა სჭირდება, თუმცა ბევრის შესახებ მაქვს ინფორმაცია, რომელს მზე უყვარს, რომელს - ჩრდილი, წყალი რა დოზით სჭირდება და ა.შ. სულ ახლახან შვილიშვილმა მაჩუქა ძალიან ლამაზი ტროპიკული ყვავილი. ტროპიკულ ყვავილებს მზე და სითბო უყვარს, ამიტომ შესაფერისი ადგილი მივუჩინე.
იხილეთ ქალბატონი ლამარას მხატვარი ვაჟის შესახებ: დავით ხიდაშელის თბილი ნახატები და დახვეწილი ხატები
- რა პროფესიის ბრძანდებით? თქვენი სპეციალობა რაიმე კავშირში იყო მცენარეებთან?
- სპეციალობით პედაგოგი ვარ. 35 წელი ვიმუშავე სკოლაში. 50 წლის ასაკში გავედი პენსიაში. ქუთაისში ვცხოვრობდით. არ მქონდა მაინცდამაინც დალხენილი ცხოვრება, მაგრამ ასე თუ ისე გავართვი თავი სამსახურსაც და ოჯახსაც.
- დღეს თქვენი ყველაზე დიდი საზრუნავი რა არის?
- დღეს ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავი ჩემი შვილიშვილებია. თუმცა ჩემს თავზეც გამუდმებით ვმუშაობ. სპეციალობით მათემატიკოსი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ 87 წლის ვარ, შანსს არ ვუშვებ ხელიდან, არ გადავხედო სიახლეებს, არ ჩავუღრმავდე და არ გავერკვე ამ სიახლეში. ეს ჩემს მეხსიერებაზე და გონებაზეც დადებითად მოქმედებს.
- საიდან იღებთ ამ სიახლეების შესახებ ინფორმაციას?
- ინტერნეტიდან, ისედაც ვკითხულობ. დავრეგისტრირდი ფეისბუქზე და ამის საშუალებით თვალყურს ვადევნებ ყველა სიახლეს.
- რამდენად საინტერესოა თქვენთვის სოციალური სივრცე?
- ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვიღებ. მხოლოდ იმას ვნანობ, რატომ აქამდე არ ვისწავლე კომპიუტერის მოხმარება. სულ ჩემი შვილიშვილები ისხდნენ კომპიუტერთან და მე ვერ ვახერხებდი იქამდე მისვლას. მთავარია ინტერნეტი სწორად და შენდა სასარგებლოდ გამოიყენო, დრო ფუჭად არ დაკარგო. მთავარია სწორი მიდგომა და დამოკიდებულება ყველაფრისადმი.
- მინდა ისევ ყვავილებს დავუბრუნდეთ. არის ყვავილი, რომელზეც ოცნებობთ?
- ბევრია ასეთი, ბევრი ყვავილის ყიდვა მინდა. რომ გავივლი, რასაც ვხედავ, მინდა ყველაფერი ვიყიდო, მაგრამ ამდენი საშუალება არ არის. ვცდილობ რაც მაქვს იმას გავუფრთხილდე, მოვუარო და გავამრავლო. ეს მე ცხოვრებას მილამაზებს. ჩემს აივანზე, თითქოს ჰაერიც სხვანაირია, გაიწმინდა. ეხლა ვაპირებ ვარდი შევმატო ჩემს ყვავილებს. აი, ისეთი სოფელში რომ აქვთ, მხვიარა ვარდი, საოცარი სურნელით. ვფიქრობ ჩემს აივანს განსაკუთრებულ ელფერს და აურას შეჰმატებს.
მერი ბლიაძე

კომენტარები