93 წლის ნუნუ ჯინჭარაძის მონათხრობით გაოცებული დავრჩი. ქალბატონი ნუნუ პროფესიით აგრონომი-სუპტროპიკოსია. წლების განმავლობაში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, სელექციის განყოფილებაში, მეცნიერმუშაკად ჯერ ციტრუსების განყოფილებაში მუშაობდა, მოგვიანებით, კამელიით დაინტერესდა და ამ მცენარის შესწავლას, სახელწოდებების დარქმევას, სელექციას 35 წელი დაუთმო.
"სანამ კამელიით დავინტერესდებოდი, მანამდე ჩვენში მასალა მასზე თითქმის არ არსებობდა, თუმცა ეს კულტურა საუკუნე-ნახევრის წინ იყო აქ, კერძოდ, შავიზღვისპირეთში შემოტანილი. ჯიშები იყო, მაგრამ სახელები არ ჰქონდა დადგენილი. ამიტომ ბაღის დირექტორთან ერთად, გადავწყვიტეთ, კამელიები ჩემი სამუშაო თემა გამხდარიყო. მუშაობის პროცესში საუკეთესო ბიბლიოთეკარი - ვერონიკა ველგეიმი
მეხმარებოდა. უცხო ქვეყნებთან იყო მუშაობა საჭირო, ლიტერატურის გამოწერა," - გვეუბნება ქალბატონი ნუნუ და დასძენს, რომ "მისი აქტიური მუშაობის შემდეგ, ამ მცენარით ნელ-ნელა უფრო დაინტერესდნენ, ეტანებოდნენ, ფასიც ჰქონდა და მოთხოვნილებაც. ყოფილი საბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე (მოსკოვი, ალმა-ატა, ტაშკენტი) არსებული ბოტანიკური ბაღები იძენდნენ, მიჰქონდათ, ამიტომ, მათთვისაც ვამრავლებდი, გამომყავდა. ამასთან, ამ თემაზე ჩემი პირველი ნაშრომი, მონოგრაფია 1974 წელს გამოვიდა. მონოგრაფიაზე მუშაობას იმიტომ ვჩქარობდი, რომ დაცვა მინდოდა, მაგრამ მაშინ მეოთხე შვილი შემეძინა, ოჯახი თავისას ითხოვდა და ვეღარ შევძელი.
- თქვენი კვლევის შედეგად, საქართველოში კამელიის რამდენი დასახელება აღმოჩნდა?
- ფაქტობრივად, დღესდღეობით რა სახელებიც ჰქვია მათ, სულ ჩემი მოძიებულია, ხომ ვამბობ, სახელი არც ერთს ჰქონდა, მაგრამ ამ ყველაფრის დადგენას ბევრი წელი დასჭირდა, რისთვისაც ძიების და კვლევის ხანგრძლივი პერიოდი მქონდა... ევროპის ქვეყნებმა რომ გაიგეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ეს თემა მუშავდებოდა, ისინიც ინტერესდებოდნენ, უცხოეთიდან ვინ იცის, რამდენჯერ მიმიღია წერილი... მოკლედ, ჩემ მიერ დამუშავებულ და შესწავლილ სულ 80 ჯიშს ვანგარიშობ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ მისი კამელიები