გამწვანების 5 ტრენდი და ბინის ინტერიერის მოდური ფერები

ისევე, როგორც მოდის სამყაროში, ინტერიერის სამყაროშიც არსებობს ტრენდები, აქაც არსებობენ ვარსკვლავები და აუტსაიდერები. რა არის აქტუალური ამ წელს? მიმოვიხილით 5 ძირითადი ტრენდი.

1. ფერი

საიდუმლო არავისთვის არის, რომ მოდის სამყაროში ფერს განსაზღვრავს პანტონე-ს ინსტიტუტი. 2018 წლის ტრენდულ ფერად ექსპერტებმა ულტრა იისფერი დაასახელეს. მან ჩაანაცვლა მწვანე, რომელიც არ თმობდა პირველობას მთელი 2017 წლის განმავლობაში. ულტრაიასამნისფერი კოსმოსური მაგიისა და ორიგინალობის სიმბოლოა.

ეს ფერი საკმაოდ თამამია, ამიტომ დიზაინერები მას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. მაგალითად, პროექტებში სულ უფრი დიდი პოპულარობით სარგებლობს იასამნისფერი ორქიდეები და ქოთნები.


2.
ტექსტურა



ინტერიერში ბუნებრივი მოტივების გამოყენება არის აქტუალური. ახლა ბაზარზე დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი შპალერი ბუნებრივი მოტივებით, ასევე ხალიჩები ფოთლების პრინტებით და ა.შ.


3. სივრცე



მოდური გამწვანება სამუშაო ინტერიერშიც დიდი აქტუალობით სარგებლობს. ამჯერად საუბარი არ არის კომპიუტერის წინ განთავსებულ კაქტუსებზე. შესასვლელი ზონა, საკონფერენციო ოთახი, ყველა ეს ზონა საჭიროებს გამწვანებას, მწვანე დეკორს. ამ შემთხვევაში ფლორისტები უპრეტენზიო მცენარეებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგალითად დრაცენას, აგლაონემას, კლუზიას.


4. სუკულენტები



მწვანე ინტერიერის ტოპ მოდელები სუკულენტები არიან, დაწყებული არცთუ დიდი ფლორარიუმებით, დიდი ზომის კომპოზიციებით დამთავრებული. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ეს მცენარეები საერთოდ არ იყო აქტუალური, თუმცა დღესდღეობით ისინი ვარსკვლავები არიან. სუკულენტების მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ისინი კარგად იტანენ ჩრდილს.


5. მცენარე, რომელიც იჭმევა



ჯანმრთელი ცხოვრებისა და სწორი კვების ტენდენცია სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ეს ინტერიერის გამწვანებაზეც ისახება - ოხრახუში და კამა ახლა არა მხოლოდ სალათის ინგრედიენტები, არამედ დეკორის ელემენტიც გახლავთ. ყველაზე მოდურ მწვანილებად ითვლება ბაზილიკი, პიტნა, ლავანდა, ქონდარი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები