"რამდენჯერმე მივასხურე მცენარეს და პარაზიტი გაანადგურა" - ცნობილი სასმელი მავნებლების წინააღმდეგ


ცნობილი ჟურნალისტი და ყვავილების დიდი მოყვარული ლალი ფაცია სოციალურ ქსელში საინტერესო გამოცდილებას უზიარებს ყვავილების მოვლით გატაცებულ ადამიანებს. საქმე მავნებლებთან ბრძოლას ეხება, რაც არაერთი მეყვავილის სადარდებელია.

"ერთი თვის წინ ვნახე ვიდეო კოკა-კოლის უნიკალურ თვისებებზე და მასზე, როგორც საოცარ და შეუცვლელ ქიმიურ საშუალებაზე. ნაჩვენები იყო, რამდენ რამეს წმენდს, ასუფთავებს, აკრიალებს. ეს ამბავი ვიცოდი, მაგრამ სიახლე ის იყო, რომ მისი მისხურებით როგორ მოცილდა მცენარეს პარაზიტები. 5 წლის წინ ნაყიდ ჩემს ორ ქოთან ბზას ბოლო ორი წელია, რაღაც მწერი შეესია, რომელთან ბრძოლისას უძლური ვიყავი,
ვინ იცის, სპეციალური წამალი რამდენჯერ მივასხურე, მაგრამ არ უშველა. ვიდეოს ნახვის შემდეგ გავრისკე და კოკა-კოლით კარგად დავნამე. გინდა - დაიჯერეთ და გინდა - არა, მწერი განადგურდა. სამაგიეროდ, იმის მერე კოკა-კოლა მე ვეღარ დავლიე" - წერს ლალი ფაცია.

წაიკითხეთ ასევე:
სარეველებს ხელით ვგლეჯდი, სანამ მეზობელმა ეს ძალიან კარგი საშუალება არ მასწავლა...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები