ოთახის 8 მცენარე, რომელიც ალერგიას იწვევს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არასდროს შეუწუხებიხართ

ეს 8 მცენარე მართლაც რომ საშინლად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომელთაც ალერგია აწუხებთ და არა მარტო მათზე, იმ ადამიანებზეც, რომელთაც ეს პრობლემა არასდროს ჰქონიათ. თუ მოულოდნელად გაგიხშირდათ ქავილი და ცემინება, შესაძლოა ამის მიზეზი სწორედ ეს მცენარეები იყოს.

გვირილა

დეკორატიული გვირილა ალამაზებს ინტერიერს, მას სამკურალო თვისებებც აქვს, თუმცა, გარდა ამისა გვირილას ალერგიის გამოწვევაც შეუძლია, რაც გამოიხატება ცემინებით, ხველითა და ქავილით.

ბენჟამინის ფიკუსი

ფიკუსი ძალიან ფართოდ გამოიყენება ოფისებისა და ინტერიერის გასამწვანებლად, თუმცა ფიკუსის ფოთლები იზიდავს მტვერს, რაც საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, ვისაც ალერგია
აწუხებს.

ქრიზანთემა

ბევრი ყვავილის მოყვარული ადამიანი ცდილობს სახლის პირობებში ქრიზანთემის გახარებას, მაგრამ გირჩევთ გაითვალისწონოთ, რომ ის ძალიან ალერგიული მცენარეა და შესაძლოა რიგი პრობლემები შეგიქმნათ.

პალმა

ოთახის პალმა დიდი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან ლამაზადაც გამოიყურება, თუმცა საკმაოდ საშიში მცენარეა და გირჩევთ მას თავი აარიდოთ.

აფრიკული ია

თუ სახლში ეს ულამაზესი მცენარე გაქვთ და მოულოდნელად ცემინებამ და ქავილმა შეგაწუხთ იცოდეთ, რომ ეს ყვავილის ბრალია და ის სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ თავიდან.

გიაცინტი

მიუხედავად იმისა, რომ გიაცინტი ბაღის მცენარეა, სარვამარტოდ ის ქოთანში გადარგული ბევრ ოჯახში მოიძებნება. რამდენიმე კვირის განმავლობაში ის საუცხოოდ ყვავის და ახარებს თვალს, თუმცა შესაძლოა ალერგიაც გამოიწვიოს. ამიტომ, ფრთხილად იყავით. განსაკუთრებოთ საშიშია მისი წვენი და არა მტვერი.

აბუტილონი

სახლის აბუტილონი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზაფხულში მას ულამზესი ზარისებრი ყვავილი აქვს, წითელი ფერის, რომელსაც უხვად სცვივა ყვითელი მტვერი და რესპირატორულ პრობლემებს უქმნის არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც. 

ოთახის ჰერბერა

ოთახის ჰერბერა ძალიან ლამაზად გამოიყურება და ნებისმიერ სახლში სიმყუდროვეს ქმნის, თუმცა თუ ამ ყვავილის შეძენა გადაწყვიტეთ, მზად იყავით სირთულეებისთვის. ჰერბერა გამოყოფს ძალიან ბევრ მტვერს, რაც იწვევს ალერგიულ რექციას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები