მეზობლები რომ არ შევაწუხოთ: როგორ მოვრწყათ ყვავილები შვებულების დროს


ადამიანებს ხშირად უხდებათ მივლინებაში ან დასასვენებლად წასვლა და ამ დროს ხშირად იჩენს ხოლმე თავს ერთი პრობლემა – რა ვუყოთ ყვავილებს, როგორ მოვრწყათ?

იმისათვის, რომ არ მოგიხდეთ მეზობლების შეწუხება გირჩევთ გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები.

კლასიკური მეთოდი



ამ მეთოდისთვის თქვენ დაგჭირდებათ დიდი ზომის წყლით სავსე ჭურჭელი, ასევე თოკი. ეს მეთოდი ძალიან მარტივია  _ მოჭერით გრძელი თოკი, ერთი ბოლო ყვავილის ქოთანში მოათავსეთ, მეორე კი წყლით სავსე ჭურჭელში. თოკი ნელ-ნელა გაიჟღინთება წყლით და წვეთ-წვეთობით გადავა მცენარის ფესვში.

წვეთოვანი სისტემა



აიღეთ სუფთა პლასტმასის ბოთლი, გაუხვრიტეთ ზედა
ნაწილი რამდენიმე ადგილას. თუ სადმე გამგზავრებას აპირებთ, მორწყეთ ყვავილი, შემდეგ გაავსეთ გადაჭრილი ბოთლი წყლით, სწრაფად გადააბრუნეთ და ჩაარჭეთ მიწაში. ასე თქვენი ყვავილი უპრობლემოდ მიიღებს საჭირო რაოდენობის წყალს.

აბაზანა მცენარისთვის



ნიჟარა ან აბაზანა რამდენიმე სანტიმეტრით წყლით გაავსეთ, ჩააფინეთ პირსახოცი, რათა ყვავილი დაზიანებისგან დაიცვათ, მოათავსეთ მასში ყვავილების ქოთანი. ქოთნის ნახვრეტების წყალობით ყვავილი თავისთავად მიიღებს საჭირო რაოდენობის წყალს.

სათბური



ეს ყველაზე რთული მეთოდია, თუმცა ყველაზე ეფექტურია იმ შემთხვევაში თუ სახლის დატოვებას დიდი ხნით აპირებთ.
ამ მეთოდისთვის თქვენ დაგჭირდებათ საკმაოდ მოზრდილი პოლიეთილენის პაკეტი. მოახვიეთ ის მცენარეს ისე, რომ პაკეტი ყვავილებს და ფოთლებს არ ეხებოდეს. საამისოდ პაკეტი ცოტათი უნდა გაბეროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაკეტს არ ხვდებოდეს პირდაპირი მზის სხივები. მორწყეთ ყვავილი და დატოვეთ ისე, რომ პაკეტში ჰაერსაც ქონდეს მოძრაობის საშუალება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები