ოთახის ყველაზე ძვირადღირებული მცენარეები


კაქტუსი, რომელიც მხოლოდ ღამ-ღამობით ყვავის და ორქიდეა ტროპიკული კუნძულებიდან – აი, რაში შეიძლება გადაიხადოს ზოგიერთმა ადამიანმა ათასობით დოლარი. გთავაზობთ ექსკლუზიურ და იშვიათ ოთახის მცენარეებს, რომელთა ფასიც გაგაოცებთ.

1. ორქიდეა




ყველაზე ძვირადღირებული ყვავილი მსოფლიოში ჩინეთში გაახარეს. ეს გახლავთ ყვითელი ორქიდეა მოწითალო გულითა და საოცრად ნაზი სურნელით. ეს მცენარე 5 წელიწადში ერთხელ ყვავილობს. ერთ ცალი ორქიდეას ფასი აუქციონზე 200 000 დოლარამდეა.

2. ორქიდეა პაფიოპედილუმი



ეს მცენარე იზრდება ბორნეოზე. მისი სავიზიტო ბარათი ფოთლებზე მუქი ზოლებია. ეს ორქიდეა გადაშენების პირას მყოფი მცენარეების სიაშია შესული.
იმისათვის, რომ ამ მცენარემ იყვავილოს 15 წელია საჭირო. ერთი ცალი ყვავილის მინიმალური ფასი 5 000 დოლარია.

3. მედინილა



ღია ვარდისფერი ყვავილი ნებისმიერი ინტერიერის მშვენება შეიძლება გახდეს. მედილინა აზიასა და აფრიკაში ხარობს. ერთ ქოთან ყვავილში აუქციონზე 50-დან 100 დოლარამდე ითხოვენ.

4. ვარდი



დევიდ ოსტინმა ვარდის ამ ჯიშის გამოყვანას 15 წელი მიუძღვნა. ყვავილების სიყვარული მას 16 მილიონი დოლარი დაუჯდა. ერთი ცალი ნაზი, ელეგანტური ვარდი 25 დოლარი ღირს, მომცრო თაიგულის ფასი კი 100 დოლარამდე აღწევს. ფლორისტები ვარდის ამ ჯიშს საოცარი სურნელის გამო სცემენ პატივს. ამ ვარდის ხილვა ქოთანშიც არის შესაძლებელი, თუმცა ის ძირითადად ბაღებს ამშვენებს.

5. კადუპული



ჩვენს რეიტინგს კი კაქტუსის ერთ-ერთი სახეობა, სელენიცერეუსი, იგივე კადუპული დაასრულებს. ის ბოტანიკური რარიტეტია, მისი ყიდვა შეუძლებელია.
ეს ყვავილი მხოლოდ ღამით ყვავის, ამიტომ  მას ღამის დედოფალსაც უწოდებენ. ეს მცენარე განსაკუთრებულია, ხელით შეხების შემთხვევაში ის მაშინვე იღუპება, ამიტომ მისი მოწყვეტა შეუძლებელია. 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები