"2 წელი ვაგროვებდი თანხას, ჩემი მცენარეების გახარებით და რეალიზაციით..." - ყვავილების მოყვარულმა გოგონამ ოცნება აისრულა და ახლა საკუთარი ორანჟერეა აქვს

სალომე ასათიანს ჩვენი მკითხველი იცნობს. ყვავილების მოყვარული გოგონა ქუთაისიდან, რომელსაც ძალიან ღრმა და მდიდარი სულიერი სამყარო აქვს, დიდხანს ოცნებობდა საკუთარ ორანჟერეაზე. სულ ცოტა ხნის წინ აისრულა ოცნება:

"მე შევძელი ჩემი ოცნების ასრულება, ჩემი მცენარეებისთვის ამეგო სახლი, სადაც კარგად იგრძნობდნენ თავს და მეც გამაბედნიერებდნენ. და როგორ ეს ყველაფერი?
მჯერა, რომ ფინანსების გარეშე ვერაფერს გააკეთებ ადამიანი... მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემაც მოგვარებადია, თუ ცხოვრებას თავს არ დაუხრი.
ჩემი წარმატების საიდუმლო...
4 წლის წინ წარმოუდგენელი მეგონა, რომ მექნებოდა საკუთარი ორანჟერეა.
მე ღარიბი
ადამიანი, რომელსაც ყველგან უარი უთხრეს გავმხდარიყავი წარმატებული, მეკეთებინა ის საქმე, რაც ყველაზე კარგად გამომდის და გამეხარებინა ბევრი ადამიანი, რომ მათაც სილამაზე შეექმნათ თავის სამყაროში, ემეგობრათ მცენარეებთან. ისინი ხომ ყველაზე საუკეთესო მეგობრები არიან სიმარტოვის, ბედნიერების, უბედურების დროსაც კი...
2 წელი ვაგროვებდი თანხას, ჩემი მცენარეების გახარებით და რეალიზაციით.
წავედი რისკზე და თანხა, რომელიც დამაკლდა, ბანკის სესხით დავიმატე...
არასოდეს მითქვამს, მიწა საიდან მოვიტანო, ქოთნების ფული არ მაქვს, ორანჟერეას მზისგან დასაცავი ბადეები უნდა...
ღმერთო რამდენი რამ არის საჭირო....
მე კი გაღლეტილი, მხოლოდ მცენარეების სიყვარულით როგორ შევძლებ?
არამც და არამც...
გავდიოდით ნაკელზე ჯერ არგათენებულზე ქალაქის გარეთ, მოგვქონდა წიწვიანი ტყის მიწა...
ვიყიდე პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები...

ვიპოვე ძველი ფარდები და ჭერზე (ბევრისთვის ალბათ ულამაზოა) გადავჭიმე ასე უწესრიგოდ, ქაოტურად...
მთავარია მცენარემ იხაროს, არ დაიწვას, რა მნიშვნელობა აქვს სხვა რამეს....
დღეს ბედნიერი ვარ, რომ არ მივაქციე ყურადღება იმ დეტალებს, რაც ჩამოვთვალე, მე ყველაფერი მელამაზება, რასაც მოაქვს სიცოცხლე, ბუნებრივობა, უბრალოება...
და სასწაულად ბედნიერი ვარ ჩემი შექმნილი სამყაროთი, სადაც უფრო მეტად უწესრიგობაა...
და ადამიანი, ვინც ცოცხალია, სულ აქტიური ასე უნდა იყოს. ნუ, მე ჩემი თავი სხვანაირი ვერ წარმომიდგენია.
არც სხვისი ცხოვრებით და შეხედულებებით ვინტერესდები.
და მიკვირს, როცა თავს ახვევენ ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვა წესჩვეულებას...
მე ყოველთვის სალომე მინდოდა ვყოფილიყავი, ადამიანი კაქტუსი, ქუდნაწნავა თუ თავსაფარნაწნავა, რომელიც არავის ჰგავს..."


წაიკითხეთ მეტი სალომესა და მისი ცხოვრების შესახებ: 

შემოქმედი წყვილის ყვავილებით სავსე სამყარო

კომენტარის დამატება