დიდი ხანია ითვლება, რომ თითოეულ მცენარეს თავისი ენერგეტიკა აქვს. ამბობენ, რომ ეს ენერგია ადამიანებზეც გადადის. დადებითი ენერგეტიკის მქონე მცენარეები ასუფთავებს აურას და სახლშიც დადებითი ემოციები შემოაქვს. მოდით გავარკვიოთ, რომელ მცენარეებს შემოაქვთ სახლში ხალისი და სიმყუდროვე, ასევე სიხარული და ბარაქა. როგორც აღმოჩნდა, ბარაქისა და ფულის რამდენიმე სახეობის ხე არსებობს.
ფულის ხე, გვიანა
იგივე გვიანა წაბლი, რომელიც იზრდება ტროპიკებში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ფენ-შუის ფილოსოფიის თანახმად მას სახლში წარმატება და კეთილდღეობა მოაქვს.
ოთახის ბამბუკი
ფენ-შუის ერთ-ერთი პოპულარული სიმბოლო, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახს დადებითი ენერგიით.
ფულის ხე, კრასულა
ამ ხეს სახლში მატერიალური კეთილდღეობის მოსაზიდად ახარებენ. ის ძალიან ადვილი მოსავლელია, წყალი მაშინ უნდა დაუსხათ, თუ ნიადაგი გამოშრება და დღეში რამდენიმე საათით მოათავსოთ მზის შუქზე.
ფიკუსი
ფიკუსს, თავისი მომრგვალებული ფოთლებით, ასევე სიკეთე და სიხარული შემოაქვს სახლში. უმჯობესია ეს მცენარე სახლის შესასვლელთან ახლოს იყოს მოთავსებული. მისი მოვლაც ძალიან მარტივია. მას არ უნდა ბევრი სინათლე, თავს ჩრდილშიც კარგად გრძნობს.
ია
წარმატების მომტანი კიდევ ერთი ძლიერი მცენარე. თუ გსურთ ფინანსური კეთილდღეობა მცენარე სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უნდა მოათავსოთ.
დახურული სურო
ითვლება, რომ ამ სიმპათიურ მცენარეს შეუძლია სახლიდან ნეგატიური ენერგიის განდევნა და ასევე ჰაერის გასუფთავება.
ჩინური ფულის ხე
და კიდევ ერთი სახეობის ფულის ხე, რომელიც, რა თქმა უნდა, სახლში შემოსავალს იზიდავს.
კორდილინა
ითვლება, რომ ეს მცენარე ფლობს მაგიურ ძალას და თუ ის სახლში გექნებათ, წარმატება და ბედნიერებაც აუცილებლად შემოაბიჯებს.
სამკუთხა ოქსალი
ადამიანები, რომელთაც სჯერათ მსგავსი რაღაცეების, დარწმუნებულები არიან, რომ თუ ეს მცენარე ექნებათ სახლში თავიდან აირიდებენ ნებისმიერ სკანდალსა და გაუგებრობას ოჯახში.
შვედური სურო, იგივე პლექტრანტუსი
ეს ძალიან ლამაზი და როგორც ამბობენ, სასარგებლო მცენარეა, ის იზიდავს ფულსა და ბარაქას. ეს არის მცოცავი მცენარე, რომელსაც არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები, ამიტომ უმჯობესია მას ჩრდილი შეურჩიოთ.
კომენტარები