ოთახის უნიკალური მცენარეები, რომელთა შესახებ შესაძლოა არც კი გსმენიათ


გსურთ ინტერიერის უჩვეულო ცოცხალი დეკორი? გაჩვენებთ საოცარ მცენარეებს, ცოცხალ ესთეტიკას, რომელთა შესახებ ბევრმა ადამიანმა არც კი იცის.
ამ მცენარეებს ყოველ მეორე ოჯახში ნამდვილად ვერ შეხვდებით, როგორც მაგალითად ალოეს ან ფიკუსს.
ეს მცენარეები გამოირჩევიან ვიზუალით, მათ გულგრილად ვერავინ ჩაუვლის.

როული


აფრიკული სეკულენტების ორიგინალური წარმომადგენელი მძივისებრი ფოთლებით. ამ მცენარეს უყვარს გაფანტული დღის შუქი, კარგად იტანს სიმშრალესა და ნესტს.


კრასულა, ბუდას ტაძარი


ამ ულამზეს მცენარეს უყვარს სინათლე და არ უყვარს ბევრი წყალი.

ალბუკა


ალბუკა მრავალწლოვანი სუკულენტია, რომელსაც არ უყვარს ორპირი ქარი და მშრალი
ჰაერი.

ტაკა


ამ უნიკალურ მრავალწლოვან მცენარეს ღამურასაც უწოდებენ. სახლის პირობებში ის 60 სმ-მდეც კი იზრდება. ტაკას არ უყვარს ორპირი ქარი და პატარა ქოთანი. სჭირდება მსუბუქი ნიადაგი და წელიწადში 2-3 ჯერ გადარგვა.

ბუდას ხელი ან თითებიანი ციტრონი


ეს უცნაური მცენარე აზიელი სელექციონერების მიერაა გამოყვანილი. სახლის პირობებში მისი სიმაღლე 1,5 მეტრს არ აღემატება. ამ სურნელოვან ხეს არ უყვარს სიცივე და მშრალი ჰაერი. უყვარს სინათლე და სითბო. ზამთარში მას დამატებით განათება სჭირდება.

ქვა-ბაყაყი


ეს უნიკალური აფრიკული მცენარე ერთდროულად ქვასაც ჰგავს და ბაყაყსაც. ამ მცენარეს ფოთლები არ აქვს, შეუძლია გაუძლოს მკაცრ პირობებს, თუმცა უყვარს სინათლე, დრენაჟი და ზომიერი და მშრალი ჰაერი. დიდი ზომის მცენარე კარგავს მრგვალ ფორმას და კუბს ემსგავსება. ზოგიერთი სახეობა უსიამოვნო ფერით გამოირჩევა.






მარანტა


საოცარი ფერების მქონე უჩვეული არცთუ მაღალი მცენარე. ის ინტერიერის ნამდვილი მშვენებაა.
მარანტას უყვარს მსუბუქი ნიადაგი და უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.

სტაპელია


კიდევ ერთი უჩვეულო სახის სუკულენტი. გარეგნულად ზღვის ვარსკვლავს წააგავს. ეს მცენარე არ არის რთული მოსავლელი, თუმცა აქვს ერთი უარყოფითი მხარე ყვავილობის დროს ახასიათებს უსიამოვნო სურნელი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები