რომელი მცენარეები გამოგადგებათ საძინებელში - ისინი ჰაერს ყველაზე კარგად ასუფთავებენ


დაიმახსოვრეთ ის მცენარეები, რომელიც არა მარტო გაალამაზებს ინტერიერს, არამედ ჯანმრთელობისთვისა კარგია.
ყველამ კარგად ვიცით, როგორ ცუდად მოქმედებს სახლის მიკროკლიმატზე თანამედროვე ტექნოლოგიები. დიასახლისები ჰაერის გასუფთავებას და გაჯანსაღებას სხვადასხვა სახის საშუალებებით ცდილობენ, იქნება ეს ქიმიური თუ ბუნებრივი. ჩვენ გთავაზობთ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებას, მცენარეებს, რომელიც ხასიათსაც გაგიუმჯობესებთ და ჰაერსაც გაწმენდს.

ალოე


თუ იმუნიტეტის გაძლიერება გსურთ, საძინებელი ალოეთი გაალამაზეთ. ის ხელს უწყობს ტვინის მუშაობას და კუნთოვან ქსოვილებსაც უწყობს ხელს აღდგენაში.

დრაცენა

დრაცენას შეუძლია გადაამუშავოს გამონაბოლქვი გაზები. ეს მცენარე ტოპ მწვანე მცენარეების ათეულში
შედის, რომელიც უმოკლეს დროში წმენდს ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან.

ნეფროლეპისი

ეს მცენარე ნებისმიერ ადამიანს გაულამაზებს ცხოვრებას და გაუუმჯობესებს ხასიათს. ის საოცარი ფილტრია, ასფუთავებს ჰაერს მავნე და არასასურველი ნივთიერებებისგან.

ციტრუსები

იდეალური მცენარეა საძინებლისთვის. შველის ადამიანებს დეპრესიის და უძილობის დროს, აქვს საოცარი სურნელი.

ქლოროფიტუმი

ქლოროფიტუმი ყველასთვის ცნობილია, როგორც საუკეთესო, უპრეტენზიო ჰაერის გამწმენდი მცენარე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები