ორქიდეა, ქლოროფიტუმი, აზალია - მცენარეები, რომელიც იმ ფანჯრების რაფებისთვისაა მისწრება, რომელიც აღმოსავლეთისკენ გადის.
აღმოსავლეთით მდებარე ფანჯრის რაფა ზომიერად არის განთებული, მას არ ეცემა მზის პირდაპირი სხივები, გარდა ამისა, მზიანი დღეც შედარებით გრძელია. ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე მცენარე, რომელიც აღნიშნულ ადგილას თავს შესანიშნავად გრძნობს.
1. ორქიდეა
იმისათვის, რომ ოთახის მცენარე გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს სრულფასოვნად, ძალიან მნიშვნელოვანია შესაფერისი ადგილი შეურჩიოთ. აღმოსავლეთის მხარეს შესანიშნავად გრძნობს თავს ორქიდეას ისეთი სახეობა, როგორიც არის ფალენოპსისი და ენციკლია.
2. ქლოროფიტუმი
ქლოროფიტუმი პრეტენზიული მცენარე არ არის და ნახევრად განათებულ
ამ შემთხვევში ქლოროფიტუმს მხოლოდ რეგულარული მორწყვა სჭირდება.
3. სეკულენტები
ეს მინიატურული მცენარეები კაქტუსებრთა ოჯახს განეკუთვნებიან, მათ უყვართ მზე და არ უყვართ ბევრი წყალი.
4. კაქტუსები
კაქტუსს უყვარს მზე და სითბო. ეს ორი ფაქტორი კაქტუსისთვის უმნიშნელოვანესია. აღმოსავლეთით მდებარე რაფა ზომიერად განათებული ადგილია, მაშასადამე კაქტუსისთვუს შესაფერისი ადგილია.
5. კროტონი
ეს ეფექტური მცენარე გიჟდება მზეზე. ჩრდილში თავს დათრგუნულად გრძნობს, ამიტომ ზომიერად განათებული აღმოსავლეთი მისთვის ნამდვილად მისწრებაა.
6. ციკლამენი
ეს დეკორატიული მცენარე უდავოდ გაალამაზებს ნებისმიერ რაფას, რომელიც აღმოასავლეთით მდებარეობს და თავსაც შესანიშნავად იგრძნობს.
7. პასიფლორა
ეს უჩვეულო, ორიგინალური მცენარე ის ყვავილია, რომელიც სწორედ აღმოსავლეთის რაფაზე იგრძნობს თავს უსაფრთხოდ.
8. აზალია
აზალიას სახლის პირობებში გახარება საკმაოდ რთულია, რადან მას ოპტიმალური ტემპერატურა, 18 გრადუსი სჭირდება და როგორც ხვდებით, აღმოსავლეთს რაფა სწორედ ის ადგილია, რომელიც მას საჭირო პირობებს შესათვაზებს.
9. კალანჰოე
შეიძლება ერთმნიშნელოვნად ითქვას, რომ კალანჰოეს ადგილი ზუსტად აღმოსავლეთით მდებარე ფანჯრის რაფაა. აქ მისთვს საჭირო ყველა პირობა არსებობს.