თბილისის ცენტრში, საბურთალოზე, საცხოვრებელი კორპუსის აივანზე საოცარი ორანჟერეაა მოწყობილი. აქ თავმოყრილია წლების განმავლობაში ნაგროვები და ნაფერები უამრავი მცენარე. ამის შემხედვარე ხვდები, რომ მათ მეპატრონეებს გარემო ძალიან უყვართ და მასზე მუდმივად ზრუნავენ. ორანჟერეაზე მზრუნველი და ამჯერად ჩვენი მასპინძელი ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და ახლა უკვე ტელეწამყვანი ზაალ ჩიქობავაა და მასთან ახლა არა თეატრზე, არამედ მცენარეებზე მოგვიწევს საუბარი. ზალიკო გვიყვება, როდის გამოავლინა ბუნების სიყვარული, როგორ უვლის და ზრუნავს უამრავ მცენარეზე და რა ადგილი უჭირავს ამ ყველაფერს მის ცხოვრებაში.
ზაალ ჩიქობავა:
- ბუნება სამყაროს
ნაწილია, ჩვენც მისი ნაწილები ვართ, თუმცა სამყაროში ბუნებას თავისი ადგილი ჩვენზე გაცილებით ადრე ეჭირა. ყველაფერს, რაც გარშემო იზრდება, ცოცხლობს და ხარობს, უნდა მოვუაროთ. ბუნება ბავშვობიდან მიყვარს. მქონდა ფუფუნება და ბედნიერება, ზაფხული სოფელში ბებია-ბაბუასთან გამეტარებინა.
ცნობილია, რომ გარემოზე ზრუნვის უფრო მაღალი კულტურა არსებობს დასავლეთ საქართველოში. ეზოს გამორჩეულად უვლიან. წინა ეზოს ეძახიან ადგილს, სადაც სტუმარი პირველად ხვდება და ცდილობენ, გარემო ლამაზი ჰქონდეთ - მცენარეებით სავსე და გამწვანებული, მოვლილი, დასუფთავებული.
- კი, ეს ყველაფერი იქ მართლაც თვალში საცემია...
- ბავშვობაში სწორედ ასეთ გარემოში მიწევდა ყოფნა და მიწასთან ურთიერთობაც, რომელსაც ბაბუა ამუშავებდა. უვლიდა ვენახს, ბაღს, ბოსტანში კი ბებია საქმიანობდა. ბავშვები, მათი ექვსი შვილიშვილი, სულ ბიჭები, იმ საქმიანობაში ვერთვებოდით. იქვე ვსწავლობდით, როგორ გაგვესხლა ვაზი, როგორ გაგვეთოხნა, მოგვერწყა, დაგვებარა, შეგვეწამლა... შაბიამანთან დაკავშირებით მთელი სისტემები იყო, რაშიც ჩვენც კარგად ვერკვეოდით. განაგრძეთ კითხვა