5 ოთახის მცენარე, რომლებსაც ფინანსური კეთილდღეობის საზიანოდ მიიჩნევენ

ყველა ვიცნობთ ბარაქის მომტან მცენარეებს, თუნდაც ფულის ხედ წოდებული მცენარეც რად ღირს, თუმცა ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ მცენარეებზე, რომლებიც ზარალის მომტანებად მიიჩნევიან, ოღონდ, აქ არის საუბარი არა მხოლოდ ცრურწმენებზე თუ უარყოფით აურაზე, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც - ზოგიერთ მათგანზე საკმაოდ დიდი დანახარჯების გაწევა უწევს მეპატრონეს.

ეხმეა

ეხმეა ბრომელიების ოჯახის მცენარეა და მიიჩნევა, რომ ფულს განიზიდავს. თავიდან გვიყვარდება ეს ლამაზი ვარდისფერყვავილა, მაგრამ ნელ-ნელა იწყებს ჭკნობას, ავადმყოფობას და დაუსრულებლად საჭიროებს ხან შესაწამლ საშუალებებს, ხან ვენტილატორს, ხან დათბობას და ა.შ. 

რა უნდა ქნათ? ეხმეამ რომ საფულეს არ
"დაარტყას", შერჩევის დროს კარგად შეამოწმეთ ფესვები და ფოთლები, ხომ არ აქვს რაიმე ხარვეზი, მუქი ლაქები ან რამე სხვა ნიშანი. თუ ჯანსაღია, არ მოგიწევთ მასზე ბევრი ფულის ხარჯვა.

მონსტერა

ეს მძლავრი, ეფექტური მცენარე სულ მოფერებას საჭიროებს და მას პატრონებიც ხშირად უჩივიან - ხან ფოთლები აქვს მეტისმეტად ბასრიო, ხან ფენ-შუი არ მიესალმებაო, ხან - ცუდი ენერგეტიკა აქვსო და პატრონებს სადარბაზოში გააქვთ ხოლმე ან სამსახურებში მიუჩენენ ადგილს. სინამდვილეში კი რატომ აყენებს საფულეს ზიანს? მხოლოდ ზრდის გამო. საკმაოდ სწრაფად იზრდება (განსაკუთრებით, თუ სახლში ბევრს ჩხუბობენ - ასე ამბობენ ეზოთერიკოსები, რომ ეს მცენარე იწოვს უარყოფით აურას და მის ხარჯზეც მსხვილდება), ამიტომ ყოველ წელს სჭირდება ახალი და არც ისე პატარა ქოთანი. ქოთანში საჭიროა გრუნტიც, მოვლასაც სჭირდება კიდევ სახსრები... გამოსავალი? ამბობენ, რომ რაც ნაკლებს იჩხუბებთ და რაც უკეთ იქნებით ოჯახში, მით მშვიდად და წყნარად გაიზრდება მონსტერა და 3-4 წელიწადში ერთხელ მოუწევს მხოლოდ გადარგვა. 

კვიპაროსი

ჯუჯა კვიპაროსი ლამაზი და საოცარია, მაგრამ ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ თურმე ის სახლიდან აძევებს "მამაკაც-მომპოვებელს" და მასთან ერთად - ფულს. 
ეზოთერიკოსებს რომ შევეშვათ, 23 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე წიწვოვანი მცენარეები გამოყოფენ ეთერზეთებს, რაც იწვევს თავის ტკივილს, ძილიანობას, უენერგიობას. ეს კი მარტო მამაკაცებზე კი არა, ოჯახის სხვა წევრებზეც მოქმედებს. გამოსავალი? წიწვოვანი ბონსაი უნდა დადგათ გრილ ადგილას, შესაძლოა, აივანზეც, ან შემოსასვლელში. არ განათავსოთ გამათბობლებთან, რეფლექტორებთან ახლოს. 


ნეფროლეპისი - გვიმრა

გვიმრის სახლში გაჩერებას ძველად არ მიიჩნევდნენ კარგ ნიშნად და იმასაც ამბობენ ეზოთერიკოსები, რომ ხელგაშლილ ადამიანებს ის არ უნდა ჰქონდეთ. ოღონდ, ამ საკითხს სხვაგვარად უნდა შევხედოთ - მას არ შეუძლია ფულის მოზიდვა სახლში, თუმცა თურმე ებრძვის ზემდეტ მხარჯველობასა და მფლანგველობას, ეს კი სულაც არ არის ცუდი. 
გამოსავალი? უფრო ხშირად დაფიქრდით ეკონომიაზე, ნაკლებად ხარჯეთ ფული უაზროდ.

სანსევიერა

ამ მცენარესაც მიაწერენ ბევრ უარყოფით თვისებას, "სიდედრის ენასაც" უწოდებენ და ოჯახში სკანდალებსაც უკავშირებენ, ნეგატიურ ენერგიას აგროვებსო, ამასაც ამბობენ და ფინანსურ კეთილდღეობასაც განიზიდავსო. სინამდვილეში ეს მცენარე ჟანგბადით ამარაგებს ჰაერს სახლში და მეპატრონეებსაც არავითარ ზიანს არ მიაყენებს, თუ სწორად გამოკვებავთ. 
სანსევიერა ყველაზე კარგად იზრდება ძლიერი ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქვეშ - კომპიუტერებთან, პრინტერებთან, სამზარეულოს ტექნიკასთან ახლოს. თუ ენერგია არ ყოფნის, ჭკნობას იწყებს. დადგით ის ტელევიზორთან, კომპიუტერთან ახლოს და არანაირი ნეგატივი მისგან არ იქნება. 

ხოლო რაც შეეხება მცენარეებს, რომლებსაც თითქოსდა ფინანსური კეთილდღეობა და ბარაქა მოაქვთ სახლში, ესენი არიან ე.წ. დოლარის ხე, ზამიოკულკასი, კრასულა, ანუ ბარაქის ხე, ასევე სუკულენტები. 


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები