როგორ გადავარჩინოთ ოთახის მცენარეები ზამთარში


ზამთარში განსაკუთრებით რთულია მცენარეებისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნება. მზის ნაკლებობა, მშრალი ჰაერი, ცვალებადი ტემპერატურა, დღის სინათლის ნაკლებობა - ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ყვავილების მდგომარეობაზე. მცენარეების დაზიანების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ რჩევას.
თითოეული მცენარეს ინდივიდუალური მიდგმა სჭირდება. ზოგი უხვად მორწყვას საჭიროებს, ზოგი - იშვიათად, ზოგს ჩრდილი მოსწონს, ზოგს კი მზის სხივების მუდმივი ზემოქმედება სჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ნიადაგის გამდიდრება, საკვები ნივთიერებების გარკვეული დონის შენარჩუნება და დროული გადარგვა.

ნაცარი


ნიადაგის ფერფლით გამდიდრება შესაძლოა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს
ნამდვილად ეფექტური საშუალებაა. თუ ამჩნევთ, რომ ფოთლებმა დაიწყო გამოშრობა კიდეებზე და გაუჩნდა ლაქები, მცენარეს კალიუმის ნაკლებობა აქვს. ნაცარი მდიდარია ამ მიკროელემენტებით, ასევე კალციუმის კარბონატით, ამიტომ მას შეუძლია მცენარეების გაჯანსაღება და მათი სიცოცხლის გახანგრძლივება. ნაცარი ასევე აჩქარებს სასარგებლო ნივთიერებების მოძრაობას მცენარის უჯრედებში, რითაც ახდენს ბიოქიმიური პროცესების ნორმალიზებას, აუმჯობესებს მიკროელემენტების შეწოვას. არეგულირებს წყლის ბალანსს, ააქტიურებს ფოტოსინთეზის პროცესს, შეიცავს მაგნიუმს.

სახამებლიანი წყალი


რატომ უჭირს მცენარეს ზამთარში? მზის სინათლის დეფიციტის გამო, ზოგიერთი მცენარის კვების ძირითადი წყარო სწორედ სინათლეა. პრობლემის მოსაგვარებად იყენებენ სახამებელს. დაუსხით მცენარეს
მაკარონის ან კარტოფილის ნახარში, რა თქმა უნდა, გაციებული.

კვერცხის ნაჭუჭი


კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს უამრავ მინერალს და ელემენტს, რომლებიც სასარგებლოა მცენარეებისთვის. კვერცხის ნაჭუჭში კალციუმის გარდა შედის მაგნიუმი, რკინა, ფტორი, თუთია, რაც ამცირებს ნიადაგის მჟავიანობას. სწორედ ამიტომ მიიჩნევა კვერცხის ნაჭუჭები ეფექტურ სასუქად.

ყავა და ყავის ნალექი


თუ გსურთ, რომ თქვენმა მცენარეებმა მიიღონ სასარგებლო ნივთიერებების საჭირო რაოდენობა, დაალევინეთ... ყავა. ეს გამამხნევებელი სასმელი შესანიშნავი სასუქია ყვავილებისთვის, რადგან ის შეიცავს აზოტს, კალიუმს, კალციუმს და მაგნიუმს. აზოტი განსაკუთრებით სასარგებლოა მცენარეებისთვის, რადგან ასტიმულირებს ღეროს ზრდას, ამაგრებს ყლორტებს და ანიჭებს მას ხასხასა ფერს. მაგალითად, ვარდები, ჰორტენზია და მაგნოლიები დიდ მადლობას გეტყვიან, ყავით თუ გაუმსაპინძლდებით.
დადებითად მოქმედებს მცენარეებზე ყავს ნალექიც. ის არ შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, თუმცა აფხვიერებს და ამსუბუქებს ნიადაგს, აჯერებს მას საჭირო ჟანგბადით.

ბანანის ქერქი


ბანანის კანი კალიუმის შესანიშნავი წყაროა. მისგან შეგიძლიათ გააკეთოთ ინფუზია ან მოამზადოთ მშრალი სასუქი. მეორე ვარიანტი უფრო ეფექტური იქნება, ვინაიდან ქერქში, გაშრობისას, იზრდება სასარგებლო მიკროელემენტების კონცენტრაცია.
გამოგადგებათ ნებისმიერი კანი, ყავისფერ ლაქებიანი, გადამწიფებულიც კი. აიღეთ საცხობი ფურცელი და გაანაწილეთ ქერქი ერთ ფენად, ყვითელი მხარე მოათავსეთ ქვემოთ. თუ მზიანი ამინდია, საცხობი ფურცელი გარეთ გაიტანეთ. ზამთარში შეგიძლიათ დადოთ ბატარეაზე. რაც შეეხება ღუმელს, არასასურველია მასში ბანანის ქერქის გაშრობა, ვინაიდან მაღალ ტემპერატურაზე ზემოქმედებისას ის კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები