გარეგანი სახე
დამწყები ფლორისტები ყვავილების მოვლასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად ეყრდნობიან ხოლმე ინტერნეტში მოძიებულ მასალას, სადაც შეიძლება ეწეროს, რომ ყვავილს წყალი კვირაში ორჯერ ან სამჯერ უნდა დაუსხათ, თუმცა, გვინდა გითხრათ, რომ მთავარი ორიენტირი ამ შემთხვევაში არ ინტერნეტში მოძიებული რჩევაა, არამედ თავად მცენარის გარეგნული იერსახე. დააკვირდით მცენარეს, თუ შეატყვეთ, რომ მოიწყინა, ფოთლები ჩამოუშვა და მიწაც ძალიან მშრალია, ე.ი. მას წყალი სჭირდება.
ფოთლების გაწმენდა
ოთახის მცენარეებზე, ისევე, როგორც სახლში არსებულ სხვა ნივთებზე, გროვდება მტვერი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიწმინდოს. წესად აქციეთ კვირაში ერთხელ მაინც
ფოთლების გაწმენდა, ეს ძალიან კარგად აისახება თქვენს მცენარეზე.
ადგილის ცვლა სეზონის მიხედვით
მზრუნველმა პატრონმა აუცილებლად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მის მცენარეს ჰქონდეს ოპტიმალური განათება, ზაფხულში თაკარა მზეს უნდა მოარიდოთ, ზამთარში კი პირიქით, მაქსიმალურად ნათელ ადგილას მოათავსოთ.
გრუნტის ზედა ფენის შეცვლა
ოთახის მცენარეებს პერიოდულად გადარგვა და სასუქი სჭირდება. წელიწადში ერთხელ მაინც მოაცალეთ მცენარეს გრუნტის ზედა ფენა, 1-2 სმ და ჩაანაცვლეთ ახლით.
სასუქის კონტროლი
სასუქი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელსაც შეუძლია როგორც მცენარის გადარჩენა, ისე მისი განადგურება. აუცილებლად გააკეთეთ ჩანაწერები, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ ხანმოკლე დროის განმავლობაში ორჯერ არ დაუყარეთ მცენარეს სასუქი ან პირიქით, დაგავიწყდათ ამის გაკეთება.