იცოდით ამის შესახებ? - რატომ არ არის სასურველი ნერგებისა და ქოთნის ყვავილების ჩუქება

ეს ისევეა, როგორც დანისა და საათის შემთხვევაში. უმჯობესია, ამ ნივთებში სიმბოლური თანხა, თუნდაც 10-20 თეთრი გამოართვათ ჩუქების დროს მას, ვისთვისაც შეიძინეთ ან ვისაც უბრალოდ თქვენს მცენარეს ჩუქნით. 


არსებობს მოსაზრება, რომ როდესაც ადამიანს ქოთნის ყვავილის წამონაზარდს, ყლორტს, ახალ ფოთოლს ვჩუქნით, ეს ახალი ყვავილი მას მთელ ენერგიას ართმევს და "დედა ყვავილი" მალე იღუპება. გადმოცემის თანახმად, დედა მცენარე ბრაზდება, როდესაც მის შვილს სხვას ჩუქნიან ყოველგვარი საზღაურის გარეშე. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ნაჩუქარი მცენარე, სანაცვლოდ სიმბოლური თანხა მაინც უნდა გადაიხადოთ.
ეს წესიც წინაპრებიდან მოდის: მცენარის ყიდვა არც
ისე ადვილი იყო, ამიტომ მცენარეს ტოტს ფარულად ტეხდნენ და დედა მცენარის გვერდით, მიწაში, სიმბოლურად, რკინის ფულს დებდნენ.
რა თქმა უნდა, მეცნიერებმა ამ მოვლენას სათანადო ახსნა ვერ მოუძებნეს.

ნეგატივი ქოთანში

ბოლო დროს აქტუალურია ყვავილების თაიგულის ნაცვლად ქოთნის ყვავილების ჩუქება. მოჭრილი ყვავილი მართლაც საცოდაობაა, თუმცა ამის გაკეთებაც არ მიიჩნევა მიზანშეწონილად, თუ წინაპრების გამოცდილებას მივენდობით. რა თქმა უნდა, ამ გადმოცემების თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდა თაობას ნაკლებად სჯერა, თუმცა, თუ თავის დაზღვევა გინდათ, ამ შემთხვევაშიც გირჩევთ საპასუხოდ მჩუქებელს სიმბოლურად მისცეთ რკინის ფული.
გაგიკვირდებათ და არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ნაჩუქარ ქოთნის ყვავილს ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს.
გჯერათ თუ არა ცრურწმენების, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ნებისმიერი მცენარე რომ ლამაზია და კარგი საჩუქარი იქნება, ესეც ცალსახაა. ასე რომ, საბოლოო გადაწყვეტილება საბოლოოდ მხოლოდ თქვენი მისაღებია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები