ელენე ჭელიძემ მცენარეების გამრავლება და შეგროვება ერთი ბზის ქოთნით დაიწყო, დღეს კი მის სახლში და სახლის ეზოში უამრავი მცენარე ხარობს.
- ყვავილების შეძენა და გახარება პირველად მაშინ დავიწყე, როცა პატრიარქის ლოცვაკურთხევა იყო, ბზის ქოთანი შეგვეძინა და სახლში გაგვეხარებინა. მეორე ყვავილიც, მახსოვს რომელიც შევიძინე. შემდეგი ორი ყვავილი მაჩუქეს - ბარაქის ხე და სანსეივერას ნერგები. აი მაგის მერე უკვე აღარ მახსოვს რიგითობა... დავიწყე და ვერ ვჩერდები...
ყველას თავისი მოვლის წესები აქვს. ზოგს ჩრდილი უყვარს და ზოგს - მზისგული... ვცდილობ, ყველასთვის გამოვნახო დრო, მივუჩინო ადგილი, მოვუარო. დრო და დრო მწერებიც ეხვევა და შეწამვლა სჭირდება, მოძლიერება - ვასხამ ნერგის და ფესვის გამაძლიერებლებს, რომ არ მოიწყინონ...
ბზის თითქმის ყველა ჯიში მაქვს, დეკორატიული, კოლხური, ემონიუსები, მოყვავილე ბზა... ასევე გვიმრა, პალმები, ციკასი, ფინიკი, სეკულენტები, ვეიგელა, ჟასმინის რამდენიმე ჯიში, ასევე აფრიკული გვირილა, ქრიზანთემები, ბარბარისი, სურო, მარაოს ჯიშის პალმა და ა.შ.
რა თქმა უნდა, რთულია ამდენი მცენარის მოვლა. როცა ძალიან დაღლილი ვარ ან ვერ ვასწრებ წყლის დასხმას, ჩემი შვილი მეხმარება...
ყველაზე მთავარია, არ მეშინია შეძენის, "ფულის გადაყრის", რადგან ჩემს მეუღლესაც უყვარს მცენარეები და მხარს მიჭერს ამ გატაცებაში. თამამად ვალამაზებ ჩემს ეზოს.