გათბობის სეზონი მოდის და ოთახის მცენარეებს ადგილი გამათბობლისგან, რადიატორისგან მოშორებით უნდა მოვუძებნოთ, ეს ყველა მცენარეს ეხება, თუმცა არსებობს განსაკუთრებული ჩამონათვალიც, რომელთა მოთავსება ფანჯრის რაფაზე, რადიატორის სიახლოვეს, არაფრით არ შეიძლება.
ვარდი
ოთახის ვარდს ძალიან უყვარს მზე, თუმცა ვერაფრით იტანს გამომშრალ ჰაერს. ჩაირთვება თუ არა სახლში გათბობის სისტემა, ვარდს აუცილებლად სხვა ადგილი უნდა მოუნახოთ, მოარიდოთ ორპირსა და რადიატორს.
ციტრუსები
ტროპიკული მცენარეები ვერაფრით იგრძნობენ თავს კარგად გამომშრალ ჰაერში. იმისათვის, რომ მსგავსმა კულტურებმა კარგად იგრძნონ თავი და შესაფერისად განვითარდნენ, მათ აუცილებლად სჭირდებათ დატენიანებული ჰაერი.
ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად მოაშოროთ სითბოსა და გამათბობელს.
აზალია
ეს პრეტენზიული, თუმცა ძალიან ლამაზი ყვავილი კატეგორიულად ვერ იტანს გათბობას. თუ იმ ოთახის ტენიანობა, რომელშიც აზალია იმყოფება, არ აღწევს 70%-ს, ყვავილი უბრალოდ მოკვდება.
გარდენია
კიდევ ერთი საკმაოდ მომთხოვნი მცენარე, რომელიც ლამაზად ყვავის და საოცარი სურნელი აქვს, გარდენიაა. სუბტროპიკული ჯიშის მცენარეების წარმომადგენელი თავს კომფორტულად მხოლოდ კარგად დატენიანებულ გარემოში გრძნობს. სხვათა შორის, ეს მცენარე კარგად იტანს სიცივეს, ზამთარში, შემინულ აივანზე თავს შესანიშნავად იგრძნობს და უპრობლემოდ გამოიზამთრებს.
ქლოროფიტუმი
მიუხედავად იმისა, რომ ქლოროფიტუმი ერთ-ერთ უპრეტენზიო მცენარედ მიიჩნევა, გამათბობლის სიახლოვეს შეიძლება უბრალოდ დაიღუპოს.
ყავის ხე
ტროპიკული სამყაროს კიდევ ერთ წარმომადგენელს ბედნიერებისთვის მხოლოდ კარგად დატენიანებული გარემო სჭირდება.
დრაცენა
მშრალი და თბილი ჰავა, რომელიც ჩართული რადიატორის სიახლოვეს წარმოიქმნება, დრაცენას ძალიან დიდ ზიანს აყენებს. ასეთ პირობებში მისი ფოთლები უბრალოდ ჭკნობას იწყებს, ახლები კი აღარ ამოდის.