"წიწვოვანი მცენარეები ვერ უძლებენ ქოთნით, ოთახში ერთი თვე მორთული, სითბოში დგომას... ნაძვის ხე არაა ქოთნის, მით უმეტეს ოთახის მცენარე..." - ზურაბ შევარდნაძე

ზურაბ შევარდნაძე მიმართავს მათ, ვინც ცოცხალ ნაძვს ყიდულობს:

"ნაძვის ხე არაა ქოთნის, მით უმეტეს ოთახის მცენარე.
რომანტიულად კი ჟღერს, მაგრამ ასე სულ არაა: "ვიყიდი ქოთნით ცოცხალ ხეს, მოვრთავ საახალწლოდ და გაზაფხულზე გადავრგავ ეზოში..."
კი გადარგავთ, თუ დარჩა ცოცხალი.
წიწვოვანი მცენარეები ვერ უძლებენ ქოთნით, ოთახში ერთი თვე მორთული, სითბოში დგომას, სცვივათ წიწვები და ძალიან ხშირად ხმება.
რამდენიმე დღე კი ატიანს, მაგრამ ნათლისღებამდე ვერა".

კომენტარები

ნინო 2024-02-09 17:11
წელს ნათლისღებამდე მქონდა სახლში, ეხლა აივანზე იწონებს თავს, ყინვიდან არ უნდა შეიტანო სახლში, თბილი დღე უნდა იყოს და ასებე სითბოდან ყინვაში არ უნდა გადბა, დაველოდე თბილ დღეს და გავდგი გარეთ, მესამე წელია ასეა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები