ოთახის ეს მცენარეები ცხოვრებას გაგიუმჯობესებენ: დაგიცავენ მტვრისგან, შეაჩერებენ ობს და ალერგიას


ოთახის მცენარეებს შეუძლიათ გაანეიტრალონ დაბინძურება, გაასუფთავონ ჰაერი, გაუმკლავდნენ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას და შექმნან განსაკუთრებული კომფორტი სახლში. მთავარია მათი სწორად შერჩევა.
ქუჩაში ადამიანები ვსუნთქავთ არცთუ სუფთა ჰაერს, რომელიც შეიცავს ხუთ ათასზე მეტ პათოგენურ მიკროორგანიზმს. არც სახლში ვართ დაცულები - საყოფაცხოვრებო ტექნიკა და რბილი ავეჯი გამოყოფს უამრავ მავნე ქიმიურ ნაერთს, რომელიც ძალიან ცუდ გავლენას არ ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე.
ეკოლოგიური ზიანის განეიტრალება და სუფთა ჰაერის ოაზისის შექმნა თქვენს ბინაში  ოთახის ცენარეების წყალობით შეგიძლიათ. შემოგთავაზებთ ხუთ ყველაზე პოპულარულ ოთახის მცენარეს, რომელსაც რეალური სარგებლის მოტანა შეუძლია
თქვენთვის.

ალოე

ყველამ იცის ალოეს კოსმეტიკური სარგებლობის შესახებ. მისი წვენი ასევე შესანიშნავად ხსნის ანთებას და ეხმარება დამწვრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ყველამ არ იცის ის, რომ ეს მცენარე შესანიშნავად წმენდს ჰაერსაც. ის ხელს უწყობს ქიმიკატების შეწოვას, მავნე მიკროორგანიზმებთან ბრძოლას და იკავებს ფენოლური და ბენზოლის ნაერთებს , რომელთაგან ბევრმა შეიძლება გააღიზიანოს ყელი და ცხვირი. ამრიგად, ალოე მოქმედებს როგორც ერთგვარი ბუნებრივი ფილტრი. ამიტომ ყველაზე ხელსაყრელი იქნება მისი ფანჯრის რაფაზე განთავსება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გზის პირას ცხოვრობთ.

ქლოროფიტუმი 

ქლოროფიტუმს ჰაერში მიკრობების რაოდენობის შემცირების შესანიშნავი უნარი გააჩნია. მას ხშირად ათავსებენ ხოლმე ავადმყოფის საწოლთან ახლოს. გარდა ამისა, ქლოროფიტუმი ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების წინააღმდეგ ბრძოლას და ფორმალდეჰიდის შთანთქმის გზით ხელს უშლის ასთმის განვითარებას. ფორმალდეჰიდი კი აქტიურდება მაშინ , როდესაც ვიყენებთ ქიმიურ საწმენდ საშუალებებს, რომლებიც iილექება ხალიჩებზე და იწვევს უსიამოვნო დაავადებებს.

დრაცენა

დრაცენა გვეხმარება კანცეროგენებთან გამკლავებაში. ეს მცენარე გამოიმუშავებს ფიტონციდებს, რომლებიც ამცირებენ ჰაერში პათოგენების რაოდენობას. ის სრულიად უპრეტენზიოა მოვლისას, მაგრამ ამავდროულად, გარეგნული სილამაზის გამო, მყიდველებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. გირჩევთ, დრაცენა მოათავსოთ თქვენს სამუშაო მაგიდაზე, რათა პირველ რიგში იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე და მეორეც, დროდადრო შეხედოთ მწვანე ფოთლებს, რათა გაიუმჯობესოთ განწყობა.

ფიკუსი

ბევრი ადამიანი ყიდულობს ფიკუსს მისი მინიმალისტური სილამაზის გამო და წარმოდგენა არ აქვს, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას. ეს მცენარე აქტიურად გამოყოფს ჟანგბადს, რაც აადვილებს სუნთქვას ოთახში, სადაც ის მდებარეობს. ფიკუსის შეძენით, შეგიძლიათ თითქმის მაშინვე დაემშვიდობოთ თავის ტკივილს და დაღლილობის გრძნობას. მისი ფოთლები მშვენივრად იჭერენ მტვერს, ასე რომ არ დაგავიწყდეთ მათი დროდადრო გაწმენდა. უფრო მეტიც, ეს სასწაული მცენარე ხელს უწყობს მავნე ქიმიური ნაერთების განეიტრალებას, ისეთის, როგორიცაა ამიაკი და ბენზოლი.

ეპიპრერნუმი 

ეპიპრერნუმი ნამდვილი აღმოჩენა ყველასთვის, ვისი ბინაც რემონტის შემდეგ აღდგენას საჭიროებს. ის შესანიშნავად უმკლავდება ფორმალდეჰიდებს, ბენზოლს და ქსილენის ნაერთებს, რომლებსაც გამოყოფს ახალი ავეჯი, ლაქები და საღებავები. ეს მარადმწვანე მცენარე მშვენივრად მოქმედებს ობის წინააღმდეგაც და ხელს უშლის მის გავრცელებას მთელ სახლში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები