რატომ გვიყვარს მცენარეები სახლში? მინიმუმ, იმ სილამაზისა და კომფორტისთვის, რომელსაც ისინი სივრცეს ანიჭებენ და მაქსიმუმ იმ სასარგებლო თვისებებისთვის, რომლებიც დადებითად მოქმედებს სახლში არსებულ ატმოსფეროზე და ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე. თუმცა, ისიც უნდა იცოდეთ, რომ მცენარე, რომელიც ერთი შეხედვით ლამაზად გვეჩვენება, შეიძლება ნამდვილი შხამი აღმოჩნდეს, რომელიც თქვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევს. დიახ, მცენარემ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, სიღარიბე, მარტოობა - ეს გახლავთ არასული სია იმ ჩამონათვალისა, რაც შეიძლება გამოიწვიოს "უდანაშაულო" დიფენბახიამ.
დიფენბახია სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ტროპიკული ტყეებიდან მოდის და მსოფლიოს მრავალი ადამიანის ფავორიტი
თუმცა, მიუხედავად მისი ვიზუალური სილამაზისა და არაპრეტენზიულობისა (რისთვისაც ბევრი დიასახლისი უბრალოდ აღმერთებს ამ მცენარეს), დიფენბახია მრავალი ნიშნით ნამდვილად იძლება სიფრთხილის საბაბს.
მაგალითად, ჩვენი წინაპრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს მარადმწვანე მცენარე უნაყოფობას იწვევს. თუ წყვილს დიდი ხნის განმავლობაში არ უჩნდებოდა შვილი, მაშინ ისინი ამ უბედურებას მიაწერდნენ ყვავილს, რომელიც მშვიდობიანად ამშვენებდა მათ ოთახს და უნებურად ავრცელებდა მის მავნე "ფლუიდებს".
ძველი ხალხი ამბობდა, რომ დიენბახიამ შეიძლება სერიოზულად შეასუსტოს მამაკაცის პოტენცია - სექსუალური ლტოლვის ნაკლებობა, პარტნიორის მიმართ სრული გულგრილობა და სრული უძლურება, - აი, რა შეიძლება გამოიწვოს დიფენბახიამ საძინებელში.
ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ დიფენბახიას სიკვდილის მოზიდვის ძალა ჰქონდა. და არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ მათი საყვარელი შინაური ცხოველები.
როგორც უკვე მიხვდით, საკმაოდ ბევრი ცრურწმენა ასოცირდება ამ ლამაზ მცენარესთან. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მეცნიერული დადასტურება არ აქვს. მეცნიერულად კი, ეს მცენარე შეიცავს კალციუმის ოქსალატის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის დერმატიტი. რაც შეეხება დიფენბახიას წვენს, თუ ის მოხვდება თვალში, შეიძლება გამოიწვიოს კონიუნქტივიტის განვითარება. ყვავილის ფოთლები არანაკლებ საშიშია. მას შეუძლია ხორხის შეშუპების პროვოცირება, სანამ სუნთქვა არ შეჩერდება, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით თქვენს შინაურ ცხოველს, რომ არ დააგემოვნოს დიფენბახიას ლამაზი ფოლები.
თუმცა, დადასტურებულია, რომ ფიტონციდების შემცველობის გამო, ამ ყვავილს აქვს ასევე ჰაერის დეზინფექციის უნარი, ანადგურებს მასში არსებულ უამრავ პათოგენს. ასე რომ, გქონდეთ თუ არა დიფენბახია სახლში, თქვენი გადასაწყვეტია. თუ მაინც მიხვალთ დასკვნამდე, რომ ხალხური ნიშნები წარსულს უნდა დარჩეს, თქვენი ნებაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების ჩაცმა, როდესაც ამ ფერადი ეგზოტიკური მცენარის გადარგვას გადაწყვეტთ.