ოთახის 5 მცენარე, რომლებიც ალერგიით დაავადებულთათვის სრულიად უსაფრთხოა


ზოგიერთი სახეობის ყვავილი და მცენარე გამოიმუშავებს ძალიან ცოტა მტვერს, რაც იდეალურია ალერგიის მქონე ადამიანებისთვის.
მტვერზე ალერგია ჩვეულებრივი მდგომარეობაა, რომელიც, როგორც წესი, პიკს გაზაფხულზე და ზაფხულში აღწევს, როცა ირგვლივ ყველაფერი ყვავის. ალერგია იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, ცემინება და ცხვირიდან გამონადენი, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადამიანს, ამიტომაც, მსგავს სიტუაციაში, ოთახის მცენარეების ქონაც კი პრობლემაა.
თუმცა, მცენარეთა ექსპერტი კრის ბონეტი ამბობს, რომ სიტუაციის თავიდან აცილება ადვილია ალერგიით დაავადებულთათვის შესაფერისი ოთახის მცენარეების შერჩვით:

ვარდები

დიდი ხანია საიდუმლო აღარ არის, ის ფაქტი რომ ვარდების
გაშენება შესაძლებელია არა მხოლოდ ბაღში, არამედ ფანჯრის რაფაზეც. ვარდს აქვს მომხიბლავი ტკბილი არომატი და შეიცავს ძალიან ცოტა მტვერს. რაც ვარდებს სრულიად უსაფრთხოს ხდის ალერგიით დაავადებულთათვის.

ფარსმანდუკი

ამ მცენარის დახვეწილი გარეგნობა ყველას გულს დაიპყრობს. სასიამოვნო ბონუსად კი მტვრის დაბალი შემცველობა და მარტივი კულტივაცია მოყვება. თუ ფარსმანდუკის შეძენას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ უყვარს მზე.

კამელია



კამელიებში, მამრობითი და მდედრობითი სქესის რეპროდუქციული ორგანოები განლაგებულია ერთ ყვავილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მტვერი შორს არ იანტება დამტვერვის მიზნით. მცენარის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ოთახში მაღალი ტენიანობის შენარჩუნება და მოთმინება პირველი ყვავილის მოლოდინში: ამას დიდი დრო დასჭირდება. ზამთარში კამელია შეიძლება განთავსდეს როგორც შიდა აივანზე, ასევე დერეფანში.

ლობელია




ეს ლამაზი ყვავილები იზრდება ვიწრო, მუქ მწვანე ფოთლებზე და იდეალურია ინტერიერში ფერის დასამატებლად. როგორც იარუსის შემთხვევაში, მცენარეს მზეზე სრული წვდომა უნდა ჰქონდეს: ნაწილობრივი ჩრდილმაც კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის ყვავილობაზე. ძალიან მცირე მტვრის გამოყოფით, ლობელია არ შეგიქმნით ჯანმრთელობის შემდგომ პრობლემებს.

გერანიუმი

გერანიუმი ამ სიაში, ალბათ, ყველაზე პოპულარულია მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მას ნებისმიერი უნივერსალური ნიადაგი გამოადგება , სასუქიც იშვიათად ჭირდება: ზამთარში 3 თვეში ერთხელ, ზაფხულში - 2 კვირაში ერთხელ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები