ოთახის მცენარეები არა მხოლოდ ასუფთავებენ ჰაერს და ამშვენებს ინტერიერს, ზოგიერთ მათგანს ოთახის გაგრილებაც შეუძლია. მცენარეებს შეუძლიათ შეამციროს სახლში ტემპერატურა პროცესის საშუალებით, რომელსაც ტრანსპირაცია ეწოდება. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ თუ ოთახში რამდენიმე "გამაგრილებელ" მცენარეს მოათავსებთ, აღარ დაგჭირდებათ კონდიციონერი, რაც ელექტროენერგიის ხარჯებსაც დაგიზოგავთ.
იმისათვის, რომ გააძლიეროთ ოთახის მცენარეების ტრანსპირაციის პროცესი, უპირველეს ყოვლისა საჭიროა მათი ხშირი მორწყვა. ამის გარეშე მცენარე მთელ ენერგიას წყლის შენარჩუნებას დაუთმობს და არა გაგრილებას.
გარდა ამისა, ტრანსპირაციის დაჩქარება შეგიძლიათ მცენარის სველ ყუთში მოთავსებით, ასევე უფრო დიდ ქოთანში. გარდა ამისა, არ
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველა განსხვავებულები არიან, მათ ერთი რამ აერთიანებს - ყველას დიდი ფოთლები აქვთ. რაც უფრო დიდია მათი ზომა, მით უფრო მეტად გამოიყოფა ტენიანობა და იზრდება ტრანსპირაციის პროცესი.
ეს მცენარეებია:
დრაცენა;
სპატიფილუმი;
ქამედორეა;
ნეფროლეპისი;
ეპიპრემნუმი;
ქლოროფიტუმი;
ალოე ვერა.