მცენარეები უარყოფითი ენერგიით, რომლებიც, უმჯობესია, სახლიდან მოშორებით გქონდეთ


ზოგიერთი სახლის მცენარე, მიუხედავად მისი სილამაზისა, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ზოგიერთი ალერგიულ რეაქციებს და ინტოქსიკაციას უწვევს, ზოგს ძლიერი უარყოფითი ენერგია აქვს. უმჯობესია ფლორის ასეთი წარმომადგენლები სახლიდან მოაშოროთ. თუმცა, ყვავილების ნეგატიური გავლენა ბინის ენერგიაზე მეცნიერულად არ არის დადასტურებული, ამიტომ დაიჯერებთ თუ არა ამას, თქვენი გადასაწყვეტია.

მონსტერა პოპულარული დეკორატიული მცენარეა დიდი ფოთლებით, რომლის წვენი უკიდურესად შხამიანია. ის იწვევს კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანებას, პირში მოხვედრის შემთხვევაში კი ყელის შეშუპებას. ამავდროულად, მცენარე ენერგიას იღებს ოჯახის წევრებისგან და ხშირად იწვევს ოჯახურ კონფლიქტებს.
უმჯობესია, ასეთი ყვავილი დიდ ოფისში ან სავაჭრო ცენტრში დაიდგას. იქ ნამდვილად არავის მიაყნებს ზიანს.

მიუხედავად იმისა, რომ კაქტუსები არ არიან ტოქსიკურები, გარკვეულ საფრთხეს უქმნიან ადამიანებს. მწვანე ეკლის ჩხვლეტამ შეიძლება  ძლიერი ტკივილი, ანთება და ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ითვლება, რომ კაქტუსები მამაკაცებს "აფრთხობენ", ამიტომ დასაოჯახებელ გოგონებს არ ურჩევენ ამ მცენარის სახლში ქონას. გარდა ამისა, მცენარე იწვევს კონფლიქტებს და წყვეტს მიჯაჭვულობას ადამიანებთან.

დიფენბახია კიდევ ერთი ტოქსიკური თვისებების მქონე მცენარეა. ყვავილის წვენი შეიცავს ოქსალატებს, რომლებიც კანის მტკივნეულ დაზიანებებს იწვევს, ასევე სუნთქვის გაძნელებას და ენის შეშუპებას. მცენარის ნეგატიური ენერგია განსაკუთრებით მოქმედებს მამაკაცებსა და ბავშვებზე, ამიტომ უმჯობესია, სახლისთვის ნაკლებად აგრესიული ყვავილი აირჩიოთ.
სახლში არ უნდა იქონიოთ სხვადასხვა სახის გვიმრები. მიუხედავად იმისა, რომ დინოზავრების ეპოქის ეს მცენარეები შთამბეჭდავად გამოიყურებიან, ცუდად ეთვისებიან ადამიანის ენერგიასთან. ასეთი სიახლოვის შედეგია თავის ტკივილი და უძილობა. გარდა ამისა, მცენარეთა სპორებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.
არ არის რეკომენდებული ქოთნის პალმის ბინაში ქონა. ასეთი მცენარეები უარყოფითად არიან განწყობილნი მფლობელების მიმართ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები