სად არ უნდა მოათავსოთ ოთახის მცენარეები

ოთახის მცენარეების მოვლა არც ისე ადვილი ამოცანაა, ყველა სახეობას განსხვავებულად მეთოდები სჭირდება. ზოგიერთი ყვავილი მზესთან ახლოს უნდა იყოს, ზოგი კი პირიქით, მშვენივრად გრძნობს თავს მხოლოდ ჩრდილში. თუმცა, არის ადგილები სახლში, სადაც საერთოდ არ შეიძლება ოთახის მცენარეების განთავსება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძალიან სწრაფად გახმებიან.

არ შეიძლება ქოთნის ყვავილების განთავსება აბაზანაში, რადგან ტემპერატურისა და ტენიანობის მერყეობამ შეიძლება გამოიწვიოს სავალალო შედეგები - მცენარე მოკვდება. ის მცენარეებიც კი, რომელთაც უყვართ ტენიანობა და სითბო, აბაზანაში თავს ცუდად გრძნობენ.
არ უნდა განათავსოთ ოთახის მცენარეები საყოფაცხოვრებო ტექნიკის
მახლობლად - კომპიუტერთან, ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან ახლოს. ელექტრო მოწყობილობების გარშემო ჰაერი ძალიან მშრალია. გაზქურის სითბო და ორთქლი ასევე უარყოფითად მოქმედებს ყვავილებზე.


არ არის საჭირო მცენარეების განთავსება მაღალ კარადებსა და თაროებზე. გარდა იმისა, რომ სირთულეებს წააწყდებით მათ მორწყვასთან დაკავშირებით, უბრალოდ შესაძლოა ქოთანი გადმოვარდეს. გარდა ამისა, მცენარეები კარგად ვერ გრძნობენ თავს წყალში, მზის პირდაპირ შუქზე, სამხრეთისკენ გამავალ ფანჯარაზე და სრულიად ბნელ ოთახებში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები