რატომღაც ვერ წარმოვიდგენდი, თუ კინორეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი ასეთი მემცენარე და მებაღე იქნებოდა. არაერთი ცნობილი ფილმის ავტორი თავისუფალ დროს მცენარეებს, მათ მოვლა-გამრავლებას უთმობს. საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ზედა სამი სართული, დედასთან ერთად, ნამდვილ ორანჟერეად უქცევია, თუმცა თავად ამ ყველაფერს ხუმრობით ჯუნგლს უწოდებს. უცნაური არაფერია იმაში, რომ ადამიანი თავის გარემოს ამწვანებს და ალამაზებს, ეს, ალბათ, იმიტომაც ჩანს უჩვეულოდ, რომ დედაქალაქში უამრავი უსახური და ნაცრისფერი სადარბაზო-აივნებია.
თინათინ ყაჯრიშვილი:
- ამ სახლის ადგილას ვერაზე, სადაც ახლა ჩვენი კორპუსი დგას, ჩვენი იტალიური ეზო იყო. 90-იანების შემდეგ
ძველის ნგრევა და ახლის შენება რომ დაიწყო, ეს კორპუსი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა. 24 წლის წინ შევსახლდით.
ჩვენი ქუჩა მანამდე კარგად იყო გამწვანებული, ეზოებში ხეხილი იზრდებოდა, ბავშვები შეჩვეული ვიყავით მწვანე სივრცეს. კორპუსში რომ აღმოვჩნდით, გარშემო აკაციისა და თუთის ხის გარდა აღარაფერი დარჩა, ძველ ეზოში კი დედაჩემს უამრავი მცენარე ჰქონდა. სადარბაზოც უსახურად და ნაცრისფრად გვეჩვენებოდა. ამიტომ შინიდან მცენარეები ნელ-ნელა სადარბაზოში გამოვიტანეთ. ყვავილების რაოდენობაც გაიზარდა. ხვიარები, დიდი მონსტერები ქმნის შეგრძნებას, რომ სადღაც ცაში არ ხარ გამოკიდებული და ბუნებასთან სიახლოვე გაქვს.
მერვე სართულზე მე ვარ, მეშვიდეზე - დედაჩემი. მეექვსეზეც ჩავედით და სამი სართულის კიბე სავსეა სიმწვანით. მერე მეზობელმა თავის შესასვლელთან ფერადი ხალიჩა დააგო, წიგნები გამოიტანა, მეორე მეზობელმა - სარკეები და ასე გახდა ჩვენი სადარბაზო ერთი სასიამოვნო ადგილი. ლიფტის კარი რომ იხსნება და მოულოდნელად ასეთ გარემოში ხვდები, განწყობა მაშინვე გეცვლება. სტუმრებიც და მეზობლებიც აღნიშნავენ, რომ სასიამოვნო გარემოა. განაგრძეთ კითხვა