როგორ შევქმნათ მოდური კომპოზიცია სუკულენტებისგან

ბოლო დროს სუკულენტები ყველაზე ტრენდული და მოდური მცენარეები გახდნენ. ეს გასაკვირი არც არის, ისინი ხომ ძალიან ლამაზები არიან. ამ მცენარეების მეშვეობით უნიკალური კომპოზიციებისა და მინატურული ბაღების შექმნაა შესაძლებელი და რაც მთავარია, ეს მცენარეები ძალიან ადვილი მოსავლელია.
გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დარგათ სეკულენტები საკუთარ ბაღსა თუ ქოთანში.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

სუკულენტები, უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი მცენარე, რომელიც ნელა იზრდება, რათა მათი გადარგვა ხშირად არ დაგჭირდეთ
ჭურჭელი, რომელშიც დარგავთ სუკულენტს, ამ შემთხვევაში ეს იქნება მინის ქილა
გრუნტი სეკულენტებისა დ

აკაქტუსებისთვის
პატარ-პატარა კენჭები
სპეციალური აქტივირებული ნახშირი
ხავსი
ნიჟარები ან სხვა დეკორი


ჩაყარეთ თქვენი ჭურჭლის ძირში ცოტა კენჭები, გაუკთეთ დრენაჟი, შემდეგ დააყარეთ ცოტაოდენი ნახშირი. ნახშირი ფილტრის ფუნქციას შესარულებს. შემდეგ კი ჭურჭელი გრუნტით შეავსეთ, დაახლოებით 2,5 სმ.


დაადეთ ზემოდან რამდენიმე ნაჭერი ხავსი. ხავსი ძალიან კარგი დეკორია, რომელიც თქვენს კომპოზიციას უფრო საინტერესოს, ცოცხალსა და ლამაზს გახდის.
შემდეგ დაამატეთ ისევ გრუნტი. იმდენი რომ ჭურჭლის 3/4 ¾ დაიკავოს. გრუნტის ზედა ფენა წყლით დანამეთ. მერე კი შევუდგეთ სუკულენტის ჩარგვას.

ფრთხილად გაუყავით ფესვები, ჩადეთ თქვენს მიერ შერჩეულ ადგილას და გადაუნაწილეთ გრუნტი.
კომპოზიციის მორთვა კი შეგიძლიათ ნიჟარებით დაასრულოთ. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ფერადი ქვიშა ან ლამაზი მძივები.

კომპოზიცია მზად არის. ახლა მთავარია მას სწორად მოვუაროთ. კონტეინერი ნათელ ადგილას დადეთ, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ბევრი მორწყვა არ სჭირდება. მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გრუნტის ზედა ფენა გამოშრება. მორწყვის შემდეგ გრუნტი უნდა იყოს ნამიანი და არა სველი.
ასეთივე ტექნოლოგიით შეგიძლიათ ჩარგათ სეკულენტი ლამაზ ფიალაში ან ქოთანში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები