ვარდი თაიგულიდან შეგიძლიათ ქოთანში გადარგათ - ის აღარასოდეს გახმება

თუ ვარდების თაიგული მოგართვეს, იცოდეთ, რომ მისი დანანებით გადაგდების ნაცვლად, მისი დაფესვიანება და ქოთანში ვარდებს გამოზრდა შეგიძლიათ.
სანამ თაიგული საბოლოოდ გახმებოდეს, მოაჭერით ღერები. თითოეულზე სამი ფოთლოვანი წანაზარდი უნდა იყოს.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

roza2
მჭრელი ან საკანცელარიო დანით დაჭერით ღეროები ცერად, ზედა წანაზარდიდან ხუთ სანტიმეტრში. მოაშორეთ ქვედა ფოთლები, ზედას დაუტოვეთ ნახევარი.
ყვავილების მაღაზიაში შეიძინეთ დასაფესვიანებელი საშუალება და მზა გრუნტი ვარდებისთვის (შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ ვიტამინებით გაჯერებული, ფქვიერი ნიადაგი). დასაფესვიანებელი ნივთიერება ინსტრუქციის მიხედვით გააზავეთ. ჩადეთ მასში ვარდის ღერები.

roza1
მოამზადეთ ქოთნები გრუნტისთვის. ღერები ქოთნებში გადაიტანეთ. შუა წანაზარდი ოდნავ

მაღლა უნდა იყოს მიწაზე.
გადაჭერით პოლიეთილენის ბოთლები და დააფარეთ ვარდის ღერებს ქოთნებში. გააჩერეთ 10 დღე დღეში 5-6-ჯერ შეასხურეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.

rozza6

მორწყეთ რეგულარულად, მიწა ქოთანში უნდა იყოს ნოტიო, მაგრამ ტბორი არ უნდა დადგეს.

კომენტარები

მედეა 2017-02-10 22:40
გადარგვის შემდეგ ტოტები გახმა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები