როგორ უნდა შევარჩიოთ იატაკი სამზარეულოსთვის

ალბათ ყველა დიასახლისი ოცნებობს სამზარეულოში ისეთ იატაკზე, რომელიც არა მარტო ლამაზი, არამედ ადვილი მოსავლელი და პრაქტიკულიც იქნება. იატაკი ასევე უნდა იყოს მყარი და ნაკაწრების მიმართ მდგრადი. ჩვენ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ვარიანტი შევადარეთ ერთმანეთს და გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას.

თავდაპირველად გვინდა შეგახსენოთ, რომ იატაკის მოსაპირკეთებელი მასალა საკმაოდ ბევრ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში ის კარგად უნდა იტანდეს ცხიმსა და ნესტს. მისი მარტივად მორეცხვა-დასუფთავებაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

1. ფილა




დადებითი მხარეები
მეტლახის, კაფელის, ზოგადად ფილების დადებითი მხარეა ვიზუალური მრავალფეროვნება, ადვილი მოსავლელი, წყალგამძლე, საკმაოდ ხანგრძლივად

გემსახურებათ.

უარყოფითი მხარეები
ეს საფარი საკმაოდ ნაზია, ადვილად ტყდება, ზედაპირი ცივია.

 

2. კორპი



დადებითი მხარეები
არ ჭრაჭუნობს, კარგად იტანს ნესტს, არ ზიანდება ადვილად, ზედაპირი არის რბილი და თბილი. ეს მასალა ანტისტატიკურია, ასე რომ, მტვრის ნუ შეგეშინდებათ.

უარყოფითი მხარეები
კორპის ზედაპირიდან ცხიმის ამოყვანა საკმაოდ რთულია, ვერ იტანს ბევრ წყალს. თუ მაინც გადაწყვიტეთ სამზარეულოში კორპის საფარის გაკეთება, გირჩევთ, მას ზემოდან ლაქი გადაუსვათ, ასე უფრო მეტად დაიცავთ.

 

3. ლამინატი



დადებითი მხარეები
ეს გახლავთ სხვადასხვა ტექსტურის საფარი, სამზარეულოში ჰარმონიულად გამოიყურება, თუ სხვა ოთახებშიც ლამინატი გაქვთ.

უარყოფითი მხარეები
წყალს იტანს ძალიან მცირე დროით. ნებისმიერი დაქცეული სითხე მაშინვე უნდა მოწმინდოთ.

 

4. კერამოგრანიტი



დადებითი მხარეები
მეტლახის ფილებზე მეტად გამძლე და საიმედოა, ძალიან ჰგავს ბუნებრივ მასალას.

უარყოფითი მხარეები
კერამოგრანიტი ძალიან ცივი საფარია, მას აუცილებლად დასჭირდება გათბობა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები