მეტალოპლასტიკური ფანჯარა ძველ ფანჯარაზე გაცილებით ეკონომიურია: არ ატარებს ოთახში ქარს, ენერგოდამცველია, მაგრამ ჰაერის მიმოქცევას უშლის ხელს. ამიტომ ძალიან ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ფანჯრების გამოცვლის შემდეგ სახლში ნესტი გაჩნდა, კედლები სველდება და ობის კვალიც ჩანს. არსებობს რამდენიმე წესი, რათა ოთახი, სადაც პლასტიკური ფანჯრებია, არ დაინესტოს. ამისთვის, პირველ რიგში, ჰაერის მიმოქცევაა საჭირო, ოღონდ ისე, რომ სახლიდან სითბო არ დაიკარგოს.
ნესტის გაჩენის შემთხვევაში, მთავარი რჩევა, რასაც ხელოსნები გვაძლევენ, ბინაში გათბობის დამატებითი წყაროს გაჩენაა. დაგროვილი ორთქლის გამოშრობას სითბო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
ზოგიერთ ფანჯარას აქვს პროგრამა
ამისთვის არსებობს სისტემა "სავარცხელი".
მისი დამზადება თავად შეგიძლიათ. სავარცხელზე კბილანები იმგვარად შეგიძლიათ დააყენოთ, რომ ფანჯარა 1-დან 7 სმ-მდე გაიღება.
მის დასაყენებლად ფანჯრის სახელური უნდა მოხსნათ (მოაბრუნეთ 90 გრადუსზე).
ფანჯარაზე მიამაგრეთ ჯერ ფირფიტა, შემდეგ სახელური.
მილაკი იმგვარად უნდა დაამაგროთ, რომ "სავარცხლის" კბილანები დაარეგულიროს.
ჩარჩოზე, მილაკის გასწვრივ, დაამაგრეთ თავად "სავარცხელი". დარწმუნდით, რომ იგი ფანჯრის გაღება-დაკეტვას ხელს არ უშლის.
დაბოლოს, დაამაგრეთ მილაკით "სავარცხლის" სხვადასხვა კბილანა. თუ ყველაფერი კარგად მუშაობს, ჰაერის განიავება ოთახში აღარ გაგიჭირდებათ.
წაიკითხეთ ასევე:
თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
როგორ მოვუაროთ პლასტიკური ფანჯრის რაფებს? - საჭირო რჩევები