ზამთრის მოსახლეობასთან ერთად ძალიან აქტუალურია კარ-ფანჯრის საკითხი. ვისაც სახლში ხის ფანჯრები აქვს, საგულდაგულოდ ცდილობს მის ხან წებოვანი ქაღალდით, ხანაც ე.წ. სკოტჩით დაწებებას, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ოთახში სითბო. თუმცა ეს პრობლემა არ არსებობს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა გაქვთ.
ხშირად, მისი დამონტაჟების დროს, ხელოსნებს ავიწყდებათ მომხმარებლის გაფრთხილება. კერძოდ კი, მეტალოპლასტმასის ბედნიერ მფლობელებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ:
1. კარ-ფანჯრის ყველა მოძრავი დეტალი აუცილებლად საჭიროებს რეგულარულ დაზეთვას. სასურველია, ეს პროცედურა წელიწადში ერთხელ მაინც ჩაატაროთ და გამოიყენოთ ჩვეულებრივი მანქანის ზეთი.
2. აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ ფანჯრები
როგორ დავარეგულიროთ მეტალოპლასტმასის ფანჯრები რეჟიმის მიხედვით
რეგულირების საშუალებას თანამედროვე ტექნოლოგიის თითქმის ყველა ნიმუში იძლევა. იმისათვის, რომ შევამოწმოთ, აქვს თუ არა ჩვენს ფანჯრებს ან კარებს რეგულირების საშუალება საკმარისია, კარგად დავათვალიეროთ საკეტის მიმდებარე ტერიტორია და დავრწმუნდეთ, რომ ამ ადგილებში არის განთავსებული ე.წ. ექსცენტრიკები.
თუ თვალს მოკრავთ სახრახნისის ხვერლს, ფიგურულს ან ექვსკუთხას, ან თუ ექსცენტრიკი ოვალური ფორმის არის, ასეთი ფურნიტურა აუცლებლად ექვემდებარება რეჟიმის მიხედვით ცვალებადობას.
იმისთვის, რომ შევცვალოთ რეჟიმი, საკმარისია ყველა ექსცენტრიკი შეატრიალოთ სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით. რაც დიდია ფანჯარა, მით მეტი ექსცენტრიკი აქვს მას.
თუ ექსცენტრიკი მუდმივად ზამთრის რეჟიმზეა დაყენებული, რეზინებზე ზეწოლა ძლიერია და ის მალე ბლაგვდება. იმისთვის, რომ მარტივად შეამოწმიოთ, რამდენად მჭიდროდ იხურება თქვენი ფანჯარა, საკმარისია საკეტში ჩააყოლოთ ქაღალდი, ჩაკეტვის შემდეგ თუ ქაღალდი ადვილად გამოცურდა, თქვენი ფანჯარა ზაფხულის რეჟიმზეა, ხოლო თუ ვერ გამოიღეთ, მაშინ ის ზამთრის რეჟიმზე ყოფილა დარეგულირებული.