მართალია, რემონტი ქალის საქმე არაა, მაგრამ ისეთ რჩევებს გაგიმხელთ, რომელთა ცოდნაც თქვენთვისაც აუცილებელია.
1. ლურსმანს ადვილად მიაჭედებთ, თუ წინასწარ ზეთში დაასველებთ.
2. თუ ცემენტში შაქარს დაუმატებთ, გაცილებით ძლიერი გახდება.
3. რძეში დასველებული ალიბასტრი ძნელად მკვრივდება და ადვილად დაამუშავებთ ღრიჭოებს.
4. თუ ზეთიანი საღებავების სამუშაოების შემდეგ ჯაგრისი გაუხეშდა, 1 წუთით მდუღარე ძმარში ჩააწეთ.
5. ოთახი, რომელშიც შპალერი გააკარით რამდენიმე დღე არ გაანიავოთ, რათა ბუშტიკები არ დარჩეს და არ გაიხსნას შპალიერის კიდეები.
6. კერამიკული ფილა უმჯობესია სველი დაჭრათ. ასე უფრო ნაკლებად დაიმსხვრევა.
8. ჩამოვარდნილი კერამიკული ფილა შეგიძლიათ ნატურალური ოლიფით დაამაგროთ, კარგად მაგრდება, მაგრამ დიდხანს შრება.
9. შპალერი, რომლის რეცხვაც შესაძლებელია, არ გააკრათ მზიან ოთახში. მზეზე ტოქსიკურ ნივთიერებებს უშვებს, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის.
10. თუ ოთახის ვიზუალურად დიდად წარმოჩენა გსურთ, ღია ფრად შეღებეთ ან ღია ფერის შპალერი გააკარით. მუქი ტონები ამუქებს და აპატარავებს ფართს.