როგორ გავხადოთ ჩვენი სამზარეულო კიდევ უფრო მოხერხებული

იმისათვის, რომ თქვენი სამზარეულოს ყოველი სანტიმეტრი რაციონალურად გამოიყენოთ და ის ყველაზე მყუდრო და კომფორტულ ადგილად აქციოთ თქვენს სახლში, მისი დაპროექტებისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები.

თანამედროვე მწარმოებლები ძირითადად სტანდარტული ზომის სამზარეულო გარნიტურებს გვთავაზობენ. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს სტანდარტები ჩვენს მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს. ასეთ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ოჯახის წევრების მონაცემები, მაგალითად სიმღლე და თუ არც ის შეესაბამება საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს, შეგიძლიათ ავეჯი შეკვეთით დაამზადებინოთ და პარამეტრებიც ინდივიდუალური შეურჩიოთ.



დღესდღეობით სამზარეულო გარნიტურის უმარავი დიზაინი არებობს. სამზარეულოს ზედა ნაწილის, ანუ კარადის კარი

შეიძლება მრავალნაირი შეგხვდეთ, არსებობს როგორც ჩვეულებრივი, ისე ერთფრთიანი, გასაწევი, გოფრირებული, ან თუნდაც ზემოთ ასაწევი კარები. ჩვენ გირჩევთ შეარჩიოთ ისეთი კარი, რომელიც, თავისი მექანიზმის წყალობით, გაღების შემდეგ, ავტომატურად დაუბრუნდება თავის ადგილს.



ასევე ეცადეთ რაციონალურად გამოიყენოთ თქვენი გარნიტურის თითოეული სანტიმერი, თითოეული კუთხე (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით), რომელშიც, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ძალიან ადვილია ისეთი მექანიზმის ჩამონტაჟება, რომელიც საშუალებას მოგცემთ ერთი შეხედვით მიუდგომელი ადგილი ძალიან მოხერხებულად და კომფორტულად აქციოთ.



ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი კარადების კარების გაღება-დაკეტვის მექანიზმს. ასეთი სისტემა შეიძლება იყოს როგორც ელექტრო, ისე მექანიკური, უფრო მეტი კომფორტისთვის ჩვენ ელექტრო სისტემის გამოყენებას გირჩევთ, რადგან მექანიკური შეიძლება მალე მოიშალოს.



და ბოლოს, როგორ უნდა განვალაგოთ სამზარეულო ტექნიკა ისე, რომ მან უკეთ და უფრო ეფექტურად იმუშაოს გახსოვდეთ, გამწოვის სიგანე არავითარ შემთტხვევაში უნდა იყოს გაზქურის სიგანეზე ნაკლები. გამწოვის სიმძლავრე უნდა შეესაბამებოდეს ოთახის ფართს.



ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ნიჟარა აუცილებლად ერთ ხაზში უნდა იყოს მოთავსებული. ასე ჭურჭლის მანქანაში მოთავსება ბევრად მარტივია. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ნიჟარისგან არაუმეტეს 5 მ-ის დაშორებით უნდა დაამონტაჟოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები