სახლის რომელი სართულია საუკეთესო ეკოლოგიის, სისუფთავის, უსაფრთხოების, კომფორტისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით?
ხშირ შემთხვევაში პრეტენზიები პირველ და ბოლო სართულებზე მოდის, ამიტომ კორპუსის შუა სართულების მახასიათებლები ყურადღების მიღმა რჩება.
რომელი სართულია ყველაზე უსაფრთხო? რა თქმა უნდა, პირველი და მეორე, რადგან უბედური შემთხვევის დროს თავის დაღწევა ყველაზე ადვილია. ევაკუაციის მხრივ ყველაზე "ცუდ" სართულებად 25-დან ზემოთ ითვლება, რადგან ყველაზე თანამედროვე საევაკუაციო კიბეც კი ვერ იშლება 90 მეტრზე მეტად.
ძველ სახლებში ბოლო სართულს უამრავი პრობლემა მოაქვს, რადგან შესაძლოა, წვიმა
ჭერიდან სახლში ჩამოვიდეს. გთავაზობთ სხვადასხვა
1. პირველი და მეორე სართულები - როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი დადებითი მხარე ევაკუაციის სიმარტივეა, თუმცა ამასთან, მას საკმაოდ ბევრი უარყოფითი თვისება აქვს. მაგალითად, ქუჩიდან შემოსული ხმაური და სიბინძურე, ნესტი და სუნი, რომელიც სარდაფიდან ამოდის, მწერების სიმრავლე, კანალიზაციის პრობლემები და სიცივე.
2. მესამე და მეოთხე სართულები ეკოლოგიისა და მოსახერხებლობის თვალსაზრისით საუკეთესოდ ითვლება. ამ სიმაღლეზე ვერ აღწევს მანქანების გამონაბოლქვი, ხოლო ქარხნული და სხვა კვამლის კონცენტრაცია მაღალ სართულებზე მეტია, თუმცა ამ სართულების უარყოფით მხარედ სწორედ მათი ადგილმდებარეობა ითვლება. დიდ ქალაქებში მე-3-4 სართულებზე მზის შუქი თითქმის ვერ აღწევს.
3. მეექვსე და მეშვიდე სართულების დადებით მხარედ შესაძლოა, სუფთა ჰაერი ჩაითვალოს, თუმცა მათთვის, ვისაც გულის პრობლემები აწუხებს, ამ სართულების არჩევა არაა რეკომენდირებული.
4. მერვე და უფრო მაღალი სართულები საუკეთესოა განათების მხრივ.
5. მეთხუთმეტე და უფრო მაღალი სართულები საუკეთესოა ხედებით. გარდა ამისა, ითვლება, რომ ზამთრის პერიოდში ამ სართულებზე ყველაზე მეტად თბილა. თუმცა უბედური ან გაუთვალისწინებელი შემთხვევის, მაგალითად ხანძრის დროს, ხშირად ლიფტი ითიშება და შენობიდან გაღწევა რთულია.
6. ბოლო სართულზე არის ბუხრის დამონტაჟების საშუალება და სხვა ბევრი პრივილეგია. თუმცა ბოლო სართულს სახურავის და ვენტილაციის პრობლემები აქვს, რომელსაც ბინის შეძენის დროს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
კომენტარები