რემონტი მინიმალური დანახარჯებით

თუ რემონტის დრო მოგივიდათ, შეიძლება ამ პრობლემის მინიმალური დანახარჯებით მოგვარება, ისე, რომ საოჯახო ბიუჯეტს დიდი დარტყმა არ მიადგეს. როგორ? ვეცდებით გამოცდილი სპეციალისტების რჩევები გაგაცნოთ ამასთან დაკავშირებით.

მასალების შერჩევა

სანამ რემონტის გაკეთებას დაიწყებდეთ, გირჩევთ კარგად შეისწავლოთ სამშენებლო ბაზარზე არსებული სარემონტო მასალები, მათი ხარისხი და ფასი შეადაროთ ერთმანეთს. ნუ დაიზარებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი იქნება, წინასწარ თუ შეადგენთ გეგმას სად, რამდენი და რა ფასად უნდა იყიდოთ. ეს ზუსტად უნდა გქონდეთ განსაზღვრული. ამ შემთხვევაში შეიძლება მიმართოთ ონლაინგაყიდვების სერვისსაც, სადაც ძალიან ხშირად ყიდიან
მშენებლობებიდან მორჩენილ სამშენებლო მასალებს და ყიდიან შედარებით იაფად.

ჭერის შერჩევა

თუ ჭერის განახლების ან შეკიდული ჭერის გაკეთების აუცილებლობის წინაშე დგახართ, ეცადეთ შეარჩიოთ შედარებით ახლო ქვეყნიდან იმპორტირებული მასალა, ის უფრი იაფი დაგიჯდებათ, აბაზანაში კი ზეთის ან ლატექსის საღებავის გამოყენებას გირჩევთ.


საღებავის შერჩევა

ფანჯრები, კარები და რადიატორები შეგიძლიათ შეღებოთ თეთრად, თუმცა რადიატორებს აუცილებლად ორი ფერის გადასმა დაჭირდება.


შპაკლის შერჩევა

კედლის გაშპაკვლის დროს აკრილის შპაკლის მაგივრად გირჩევთ უპირატესობა თაბაშირს მიანიჭოთ, ის უფრო იაფი დაგიჯდებათ.


შპალერის შერჩევა

როგორც წესი, მორჩენილი შპალერის შეძენა ბევრად იაფად არის შესაძლებელი, ამიტომ, მაღაზიაში მისვლის დროს პირველ რიგში მორჩენილი შპალერი მოიკითხეთ და დაათვალიერეთ.


არ არის ცუდი ერთ კედლეზე რამდენიმე ფერის შპალერის გამოყენება, ეცადეთ ქვედა მხარე იყოს უფრო მუქი, ერთ ტონში გადაწვეტილი, ზედა მხარე კი ბევრად ნათელი უნდა იყოს, თუნდაც ნახატიანი.

ასევე ძალიან პრაქტიკულია შესაღები შპალერი. ის მართალია შედარებით ძვირი ღირს, თუმცა მას თავისი უპირატესობა გააჩნია, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ისევ მოგიწევთ რემონტის გაკეთება აღარ დაგჭირდებათ შპალერის ჩამოხევა, თქვენ მას უბრალოდ გადაღებავთ.

კარგი ალტერნატივაა ფოტოშპალერი - შეიძლება ოთახში მხოლოდ ამ ერთი დეტალით შეიტანოთ ცვლილება და გააახლოთ ყველაფერი. უპირატესობა ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიან ფოტოშპალერს მიანიჭეთ.



იატაკი

იატაკისთვის ხშირად კავროლინს ირჩევენ, თუმცა ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ოჯახის წევრები ალერგიულები არ არიან.

ხის იატაკი ლაქით უნდა დაიფაროს.

სამზარეულოში კერამიკული ფილების გამოყენებას გირჩევთ.

ამ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, თქვენ მინიმალური დანახარჯებით შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები