რა არის თხევადი შპალერი და როგორ ხდება მისი გაკვრა (+ვიდეოგაკვეთილი)

ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად ისმის თხევადი შპალერის შესახებ შეკითხვები და გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა.
თხევადი შპალერი კედლისა და ჭერის დეკორტიულად მოსაბათქაშებელ სამუშაოებს გულისხმობს. საბოლოოდ ის ლაქის ზედაპირით იფარება. თხევადი შპალერი თავის თავში აერთიანებს როგორც ქაღალდის შპალერის, ისე დეკორატიული ბათქაშის ნიშანთვისებებს. მას აბრეშუმის ბათქაშსაც უწოდებენ.
თხევადი შპალერი ხელის შეხებისას საკმაოდ სასიამოვნო სტრუქტურის გახლავთ. ესაა მასა, რომელიც შეიცავს უვნებელ დეკორატიულ კომპონენეტებს.

თხევადი შპალერი პლასტიკურ პაკეტებში დაფასოებული ფხვიერი სუბსტანციაა. გამოყენების წინ მას წყალში ხსნიან, რომლის ოდენობაც შეფუთვაზე არის მითითებული.
არცოდნის
გამო თხევადი შპალერი ხშირად მობათქაშებაში ერევთ. ამ შემთხვევაში პრინციპული სხვაობა ის გახლავთ, რომ თხევადი შპალერი არ შეიცავს ქვიშას. მისი მთავარი შემადგენელი კომპონენტი ცელულოზაა - ბუნებრივი წებოვანი საშუალება.
როგორც წესი, თხევადი შპალერის შემადგენლობაში ასევე ფიგურირებს აბრეშუმი, საღებავები, ბუნებრივი წარმოშობის ფუნგიციდები, წებოვანი ნივთიერება, პლასტიფიკატორები, დეკორატიული კომპონენტები, მაგალითად, პერლამუტრი, გლიტერი და ა.შ.
თხევადი შპალერი შეიძლება იყოს ბამბის, აბრეშუმის, ცელულოზური, აბრეშუმ-ცელულოზური.
ყველაზე გამძლე აბრეშუმის თხევადი შპალერია. ის ძალიან კარგად უძლებს ულტრაისფერ სხივებს. ვიზუალურადაც აბრეშუმის სახეობა ბევრად ეფექტურად გამოიყურება.


პლუსები
თხევადი შპალერის მთავარი უპირატესობა გახლავთ მისი ექსპლუატაციის ვადა, არის მარტივად გასაკეთებელი, მის გასაკეთებლად არ არის აუცილებელი კედლების საგულდაგულოდ შემზადება და გასწორება.
ასეთ შპალერს აქვს ძალიან კარგი ხმის იზოლაცია, კარგად იტანს ნესტს, შედგება ეკოლოგიურად სუფთა კომპონენეტებისგან.

მინუსები
მის ერთ-ერთ მთავარ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გასაშრობად 48 საათი ჭირდება.

მომზადება
მომზადება ძალიან მარტივია, შეფუთვაში მოთავსებული მასა უნდა გაიხსნას მითითებული რაოდენობის წყალში. უნდა დაიცადოთ 24 საათი, რათა მასა კარგად გაიჟღინთოს და დაიტანოთ კედელზე შპატელის საშუალებით. გაშრობას 24-48 საათი სჭირდება. უფრო დაწვრილებით იხილეთ ვიდეოგაკვეთილში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები