თუ თქვენი სამზარეულო განახლებას საჭიროებს, როგორც წესი, დღის წესრიგში დგას მთავარი კითხვა, როგორ შევარჩიოთ იატაკი. დღესდღეობით ბაზარზე იმდენი შემოთავაზებაა, რომ სწორი არჩევანის გაკეთება იოლი ნამდვილად არ არის. ნებისმიერი ახალი მასალა თავიდან ძალიან ლამაზად გამოიყურება და ერთი შეხედვით ეფექტურიც არის.
თუ ცივი კერამიკული ფილების დაგებას ვერ ახერხებთ ან არ გსურთ, ლინოლიუმიც გადაწყვიტეთ, რომ არ გინდათ (და ეს სწორი არჩევანიცაა), არჩევანი კი ლამინატზე შეაჩერეთ, მაშინ ეს რჩევები თქვენთვისაა.
ამ სახის იატაკის საფარი თბილია, ლამაზია და რაც მთავარია, კარგად იტანს სისველეს. ოღონდ ყიდვის
დროს სწორედ ისეთი ვარიანტი უნდა შეარჩიოთ, რომელიც სისველეზეა გათვლილი.
საერთოდ, სამზარეულო იატაკისთვის საკმაოდ ექსტრემალური ადგილია. დაქცეული წყალი ამ ადგილას შემთხვევითობა კი არა, უფრო კანონზომიერებაა. ლამინატის შერჩევის დროს სწორედ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ, ისეთი ლამინატი, რომელიც სხვა ოთახებში იგება, სამზარეულოსთვის არ გამოგადგებათ. საამისოდ არსებობს სპეციალური წყალგამძლე, წყალგაუმტარი ლამინატი. ასეთი მასალა სპეციალური, უმაღლესი ხარისხის ნედლეულით მზადდება. ხარისხის კონტროლი მწარმოებლებს საგულდაგულოდ აქვთ დაცული.
გარდა ამისა, გადაბმის ადგილები ასეთი ლამინატის დაგების დროს სპეციალური ცვილით მუშავდება, ასე რომ, ნაპრალებში წყლის გაჟონვის ალბათობა არ არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგია კი ლამინატის მთლიანად ცვილით დამუშავებასაც ითვალისწინებს, რაც მის წყლისადმი მდგარდობას კიდევ უფრო ზრდის და ამყარებს. ასეთი ლამინატი 6 საათი წყალში ტივტივის შემდეგაც კი არ იჟღინთება წყლით, რაც ნამდვილად შესანიშნავი მაჩვენებელია.
ძალიან ბევრი დისახლისი სამზარეულოს იატაკის საფარად კერამიკულ ფილას ანიჭებს უპირატესობას იმ უბრალო მიზეზის გამო, როგ იგი აქ ყველაზე ლამაზად გამოიყურება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის უარყოფით მხარეებს, კერძოდ დამსხვრეულ ჭურჭელსა და სიცივეს? როგორ უნდა მოვიქცეთ?
არის ისეთი ლამინატი, რომელიც ვიზუალურად კერამიკულ ფილას გავს. ახალი მოდელები ბუნებრივი ქვის და მარმარილოს ორნამენტებითაც კი არსებობს.
ზემოთ აღნიშნული ლამინატი ბევრი სახის არსებობს. მისი არჩევისას მაღაზიაში მისულმა პირველ რიგში უნდა მოითხოვოთ ხარისხის სერთიფიკატი და ყურადრება უნდა გაამახვიოთ ფილის სიმჭიდროვეზე, ის მინიმუმ 900 კგ/კუბ მეტრი უნდა იყოს. ეს მაჩვენებლი მასალის სიმყარეს განაპირობებს. ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ მასალა ცვილით არის დამუშავებული. ამ ონფორმაციის მოძიებაც სერთიფიკატში არის შესაძლებელი.
თუ წყალი ჩამოგიშვეს, პანიკას ნუ მიეცემით, ეცადეთ სასწრაფოდ მოწმინდოთ იატაკი. თუ წყალი ძალიან დიდი რაოდენობით არის, მოგიწევთ ლამინატის აყრა. ეს რა თქმა უნდა გარკვეულ დროს წაიღებს, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. კარგად გააშრეთ ლამინატი და ისე დააგეთ ხელახლა.