ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც უპირატესობას ჟალუზებს ანიჭებენ. ეს გასაკვირი არც არის, ასეთი არჩევანით ერთი გასროლით ორ კურდღელს დაიჭერთ - საიმედოდ დაიცავთ სახლს შემომავალი მზის სხივებისგან და ადგილის ეკონომიასაც გააკეთებთ. გარდა ამისა, ჟალუზები უფრო პრაქტილულია მოხმარების დროს და დიზაინითაც უნივერსალურია. ასორტიმენტის მრავალფეროვნებიდან და ფერთა პალიტრიდან გამომდინარე ყველა ადამიანი შეძლებს საკუთარი გემოვნების დაკმაყოფილებას.
არსებობს კლასიკური და თანამედროვე ტიპის ჟალუზები. კლასიკური ჯალუზი შეიძლება იყოს ვერტიკალური და ჰორიზონტალური. ვერტიკალურ ჟალუზებს პანელები ვერტიკალურად აქვს განლაგებული, ჰორიზონტალურს კი - ჰორიზონტალურად. ჟალუზები შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური მასალისგან დამზადებული. ბუნებრივია მაგალითად ხე, ხოლო ხელოვნური - ალუმინი.
თანამედროვე ტიპის ჟალუზებს განეკუთვნება რულონური ტიპის ჯალუზები, რომელიც ძირითადად ნაჭრისგან არის დამზადებული.
ასეთი ჟალუზები არ იწვევს არანაირ ალერგიას და არ აგროვებს მტვერს.
რაც შეეხება ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ტიპს, მათი გაწმენდა ნებისმიერი სარეცხი საშუალებით არის შესაძლებელი. თუ თქვენი ჯალუზები ხის მასალისგან არის დამზადებული, სველი წესით გაწმენდა საკმარისია.
რაც შეეხება ამ ატრიბუტის უარყოფით მხარეებს, უპირველესი და მთავარი გახლავთ ის, რომ მისი მექანიზმი ადრე თუ გვიან იშლება და ჟალუზი მთლიანად შესაცვლელი ხდება და მეორეც, მისი დამონტაჟებისას ირღვევა ფანჯრის იერ-სახე.
მიუხედავად ამისა, ჟალუზებს დადებითი მხარე მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი, ასე რომ, თუ ის თქვენს გემოვნებას აკმაყოფილებს თამამად შეგიძლიათ არჩევანი მასზე შეაჩეროთ.
ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, თუ როგორ შეიძლება გააკეთოთ ჟალუზი თქვენი ხელით.