ცივ ზამთარში თბილი სახლი ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა. ცენტრალური გათბობით აღჭურვილი ბინები სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, თუმცა არსებობს შემთხვევეი, როდესაც გათბობის რადიატორი სახლის ინტერიერს არაფრით ერგება და სასურველია მისი თვალსაწიერიდან მოშორება. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ? ვეცდებით საჭირო და ამავდროულად მარტივი რჩევები მოგცეთ.
რადიატორის დამალვის ყველაზე მარტივი ხერხი მისი გადაღებვაა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში ისეთი საღებავი უნდა შეარჩიოთ, რომელიც მაღალ ტემპერატურას გაუძლებს. ფერი, რა თქმა უნდა, ოთახის ინტერიერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ეს მეთოდი თანამედროვე რადიატორების შემთხვევაში უფრო მისაღებია ვიდრე ძველებური,
თუჯის რადიატორების შემთხვევაში.
ასევე შეგიძლიათ გააფორმოთ ლამაზი ნახატებით, ეს განსაკუთრებით აქტუალური საბავშვო ოთახისთვის არის.
შეგვიძლია გამოვიყენოთ მსგავსი ფასადი. ფასადი შეიძლება იყოს დამზადებული სხვადასხვა მასალისგან.
რადიატორის დამალვა ტილოს ფარდითაც არის შესაძლებელი, თუმცა ეს ვარიანტი იმ შემთხვევაში არის გამართლებული, თუ რადიატორი ნიშაშია განთავსებული. ნაჭერი შპალერის და ინტერიერის შესაფერისი უნდა შეარჩიოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟალუზებიც.
თუჯის რადიატორის შენიღბვის ეს საინტერესო მეთოდი ნამდვილად არის ყურადღების ღირსი.
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, თუ რისგან, რა მასალისგან არის დამზადებული ეს თუ ის ფასადი, ის აუცილებლად უნდა უძლებდეს მაღალ ტემპერატურას.
კიდევ ერთი იდეა, ლამაზი და ელეგანტური.