ტატა გელაძის წიგნი “რემონტი” ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და არის მცდელობა, გაუმარტივოს ადამიანებს ის სირთულეები, რაც ყოველთვის თან ახლავს რემონტს და რაც ხშირად დაბრკოლებადაც კი იქცევა ხოლმე ბინის მფლობელისთვის. ქალბატონ ტატას დიდი გამოცდილება დაუგროვდა ამ საქმეში - წლებია, საკუთარ თუ ახლობელ-მეგობრების ბინებს გეგმავს და უშუალოდ მონაწილეობს რემონტის პროცესში. ბევრმა აღიარა, რომ კარგად გამოსდის ეს საქმე და მისი ყველაზე მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მის მიერ დაგეგმილ-დაპროექტებული ბინის დიზაინი არის ფუნქციური და როგორც თავად ამბობს, არც ერთი კვადრატული მეტრი არ “ცდება”,
ყველაფერი გააზრებული და საჭიროებისამებრ გამოყენებულია.
უფრო ახლოს გავიცნოთ ქალბატონი ტატა, დავათვალიეროთ მისი გემოვნებითა და უშუალო ჩართულობით მოწყობილი ბინა, სადაც ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს, და თან გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას რემონტის საკითხებში.
- ყოველთვის მაინტერესებდა ინტერიერის დიზაინი. პირველი მცდელობა ჩემს სახლში იყო, სადაც პრაქტიკულად ყველაფერი თავად გავაკეთე. მერე ჩემს მულსაც ორჯერ გავუკეთე რემონტი - თვითონ ამერიკაშია და იქიდან ადევნებდა თვალს პროცესს. მეგობრებსაც დავხმარებივარ რემონტის, ბინის დაგეგმვის, დიზაინის საკითხებში.
ახლა უკვე გაიოლებული მაქვს საქმე, რადგან დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ძალიან გამიმართლა, რადგან მყავს ხელოსნების საუკეთესო ჯგუფი, რომელთან ერთადაც უკვე სამი სახლი გავაკეთე. მინდა ყველას ვურჩიო, ჯგუფის დაქირავება ძალიან მომგებიანია, რადგან პასუხისმგებლობა არის ცენტრალიზებული. ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც თავიდანვე უნდა გაარკვიო ხელოსანთან. თუ სახლის პატრონი ვერ ერკვევა რემონტის საკითხში, მოულოდნელი შედეგები დაგატყდება თავს, ამიტომ ყველაფერი წინასწარ უნდა შეისწავლო. მე რომ ხელს გავუსვამ კედელს, უკვე ვხვდები, კაფელი სწორად არის გაკრული თუ არა. თუ აცდენილია, ამოწეულია, ან პირიქით - ჩაწეულია, იმას არ ჩავიბარებ. ის, რომ კედელზე არ იყოს ზოლები, დამოკიდებულია მხოლოდ ხელოსანზე და არა შპალერზე. მსგავსი ხარვეზის დროს ატყუებენ სახლის პატრონს და ეუბნებიან, რომ ეს შპალერის ბრალია. ასეთი რამ დაუშვებელია.
- სად იპოვეთ ხელოსნები, რომლებსაც ასე ენდობით?
- თავიდან სხვა ხელოსნები მყავდა. ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში მოვხვდი, ბინებს ვათვალიერებდი და იქ ვნახე სხვა მუშები. ვუყურებდი, როგორ მუშაობდნენ. გაოცებულმა ვუთხარი, ძალიან ნელა მუშაობთ, ჩემებმა ერთ დღეში ერთი კედელი გამილესეს-თქო. დაინტერესდნენ, ძალიან გთხოვთ, მოვალთ და ვნახავთ, როგორ მუშაობენო. რომ მოვიდნენ, ერთმანეთის ნაცნობები აღმოჩნდნენ. ჩემი ხელოსანი ესპანეთში ყოფილა ნამუშევარი. იქ თურმე კაფელზე ნამცხვრის კრემივით ოთხ წერტილს ასვამენ და ისე აკრავენ კედელზე. განა არ დაიჭერს, მაგრამ შიგნით ცარიელია და ვერც ლურსმანს დააჭედებ, ვერც ვერაფერს ჩამოკიდებ, ადვილად გაგიფუჭდება. ეს რომ გავიგე, მერე სულ ხელებში ვუყურებდი ამ ხელოსანს, რომ არაფერი გაეფუჭებინა. აბაზანა დავასრულებინე და დანარჩენი ჩემს ახლანდელ ჯგუფს გავაკეთებინე.
ხელოსნებთან დაკავშირებით მინდა ერთი რჩევა გამოვყო: არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ „უხელსაწყოო” ხელოსანს. თუ ხელოსანს საჭირო ხელსაწყოები არ აქვს, ე.ი. ის ან სხვა საქმის ხელოსანია, ან სათანადოდ არ იცის თავისი საქმე.
- მასალის შერჩევისას უკვე შერჩეული გაქვთ ადგილები, სადაც ამ მასალას ყიდულობთ, თუ სხვადასხვა მაღაზიაში დადიხართ?
- ხელოსნები ყოველთვის მთავაზობენ, რომ თავად მოიტანენ მასალებს სხვადასხვა მაღაზიიდან, ბაზრობიდან, მაგრამ მირჩევნია, მე თვითონ წავიდე. ხარისხით ზოგი მასალა განსხვავდება, ზოგი კი საერთოდ არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ზოგ რამეზე ღირს ფულის დაზოგვა, ზოგიერთი რამ კი აუცილებლად კარგი ხარისხის უნდა იყიდო. მაგალითად, თაბაშირ-მუყაო არის ბუნებრივი თაბაშირი, რომელიც მოიპოვება ბუნებაში და არის დაპრესილი თაბაშირ-მუყაო. მართალია, ისინი დანიშნულებით განსხვავდებიან, მაგრამ შემადგენლობა ერთნაირი აქვთ. ამიტომ ამ შემთხვევაში ძვირიანის ყიდვა არ ღირს.
- ბოლო დროს ხშირად ამბობენ, რომ ესა თუ ის მასალა აქ ვერ იშოვეს და გამოიწერეს. თქვენ თუ გამოგიწერიათ?
- გამოვიწერე ამერიკული ონკანები, რომლებიც დამიჯდა უფრო იაფი, ვიდრე აქ უნდა გადამეხადა. არ შეიცავს ტყვიას და ეკოლოგიურად სანდოა. ირანის და დუბაის ონკანი უფრო დიდხანს ძლებს, მაგრამ შიგნით რა აქვს, რას შეიცავს, რისგან შედგება, არასოდეს გეცოდინება. საერთოდ, ქართულ ბაზარზე განსხვავებული ონკანები არ არის, თუ იშოვით, ისეთი ფასი ადევს, ვერ მიეკარებით.
- რამდენი ხანი აკეთებდით თქვენს ბინას?
- სამი თვე მიმდინარეობდა სამუშაოები, საკმაოდ მალე დასრულდა რემონტი. ყოველთვის ვითხოვ, ყველა ხელოსანმა ერთდროულად იმუშაოს. რატომღაც ხელოსნებს უყვართ მარტო მუშაობა, თითქოს აბაზანაში მომუშავე რამეს უშლიდეს მისაღებში გაყვანილობაზე მომუშავეს. მაგრამ ეს რეალურად აფერხებს რემონტის დროულად დასრულებას, ამიტომაც მოვითხოვ, ყველამ ერთდროულად იმუშაოს. პარკეტი რომ დავაგეთ, მხოლოდ მაშინ იყო მარტო პარკეტის ხელოსანი.
საერთოდ, რასაც წარმოვიდგენ გონებაში, საბოლოოდ ზუსტად ის გამოდის ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ამაზე წინასწარ ვფიქრობ, მასალასაც ზუსტად იმას ვეძებ, რაც მინდა და ხელოსანსაც აუცილებლად ვთხოვ იმას, რაც ჩაფიქრებული მაქვს. რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ, მაგრამ “არ გამოვა” ჩემთვის არ არსებობს.
- ასევე მტკივნეული თემაა კორპუსის ბინიდან სარემონტო ნაგვის გატანა. როგორ გაგქონდათ ნაგავი?
- ყოველ საღამოს ვცდილობდი, ბინის გარეთ მტვერი ამეღო, რომ მეზობლები არ შემეწუხებინა. ეს საკმაოდ დიდი თანხები დაჯდა. ზოგს მთელი ნაგავი რემონტის დასრულების შემდეგ გააქვს, ეს მცდარი დამოკიდებულებაა. იმდენი ნაგავი გროვდება რემონტის დროს, რომ ერთი მანქანით მაინც ვერ გაიტან. ლიფტით ნაგვის ჩატანა არ შეიძლება, ამიტომ აივანზე დავამაგრე ჭოჭონაქი - იმით ჩამქონდა და ამომქონდა ტვირთი.
- რემონტის საკითხს მთლიანად თქვენ ხელმძღვანელობდით. ოჯახის წევრები თუ არიან კმაყოფილი შედეგით?
- ყველაფერს მათ ვუთანხმებდი. ყველას ცხოვრების წესი გავითვალისწინე მათ პირად სივრცეებში და რასაკვირველია, კმაყოფილები არიან.
- რა სტილშია თქვენი სახლი გაკეთებული?
- ძირითადად კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. არის ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდოდა. სახლში ხომ ეს არის მთავარი, ის შენ უნდა გერგებოდეს, შენს მოთხოვნებს, გემოვნებას პასუხობდეს და ემთხვეოდეს და არა ის, რამდენად მოდური და აქტუალურია ამ ეტაპზე ესა თუ ის სტილი. ჩემთან ყველაფერი არის ფუნქციური, ისე გავაკეთე, რომ ყველა ოთახს, სარეცხის პატარა ოთახსაც კი აქვს ფანჯრები და ესეც მნიშვნელოვანია.
ზოგადად არ მიყვარს, ყველაფერი ერთ ფერში რომ არის. ბავშვებსაც სხვადასხვა ფერი მოსწონთ, მაგალითად, უფროსს ყვითელი უნდოდა, უმცროსს - მწვანე. ყველამ თავად შეარჩია საკუთარი ოთახის ფერი. ცოტა კორექტირება კი დასჭირდა, მაგრამ გარკვეული დეტალები თავად შეარჩიეს.
არც ის მიყვარს, ყველა ბინა რომ ერთმანეთს ჰგავს, მაგალითად, ერთი და იმავე დიზაინერის გაკეთებული. სინამდვილეში, ყველაზე უკეთ თქვენ იცით, როგორ სახლში და როგორ გარემოში გინდათ ცხოვრება, და არა დიზაინერმა, რომელიც სულაც არ გიცნობთ. თუ დიზაინერს ქირაობთ, მაქსიმალურად კარგად უნდა გააცნოთ საკუთარი თავი და სურვილები, თქვენი ცხოვრების წესი, რომ მან თქვენთვის შესაფერისი ბინა დაგეგმოს, სადაც თავს კარგად იგრძნობთ, და არა უბრალოდ მოდური სივრცე.
- რემონტის პროცესში ყველაზე რთული რა მომენტია?
- ალბათ ფერების შერჩევა და ის, რომ ავეჯი და კედლებისა და იატაკის ფერი უხდებოდეს ერთმანეთს... იატაკის საფარი რომ უნდა შემერჩია, კარადის კარი მოვხსენი და იმას დავატარებდი მაღაზიებში, ვადარებდი იატაკის ფერს.
- სახლში ხის იატაკი გაქვთ დაგებული. რას იტყვით იატაკის თემაზე ზოგადად, რა გამოცდილება გაქვთ ამ მხრივ?
- ძირითადად ლამინატს ან სხვა საშუალებას ბრმად ყიდულობენ. მე პირადად, ინტერნეტში ვნახულობ, რას ნიშნავს შეფუთვაზე დატანილი ნიშნები. ეს მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია, რამხელა დატვირთვას იტანს იატაკის საფარი. რა მასალასაც ყიდულობ, იმ მწარმოებლის საიტზე რომ შეხვიდე, იქ აუცილებლად უწერიათ ყველა მაჩვენებელი. მასალაზე დატანილია მარკირება. ყველაფერი უნდა გათვალოთ თავად - რას გეგმავთ ამა თუ იმ ოთახში, ან ავეჯი როგორი უნდა დადგათ, რა დატვირთვა იქნება... ამის მიხედვით უნდა იყიდოთ იატაკიც. შეიძლება, ხელოსანმა გირჩიოთ, რომ სქელი ჯობია თხელს, რეალურად კი ასე არ არის. ხშირად სქელი განკუთვნილია საოფისედ, რომელიც შესაძლოა გათვლილია ბევრი ხალხის სიარულზე, მაგრამ გათვლილი არ არის წყლის დაქცევაზე. არის ლამინატი, რომლის ქვეშაც შესაძლოა გაიყვანოთ გათბობის მილები, ზოგიერთი მასალა ამას ვერ იტანს. მეტლახი რომ ამოაბრუნო, ქვეშ აქვს ისარი, ანუ დაგების მიმართულება. მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას სტანდარტი. ბევრმა ხელოსანმა ესეც არ იცის. სამწუხაროა, რომ ჩვენთან ხელოსნები არ ცდილობენ რაღაც ახალი ინფორმაციების მოძიებას, სიახლეების დანერგვას. არ ვითარდებიან, ერთ ადგილზე არიან გაყინული.
- და ამ გამოცდილებამ გაგიჩინათ სურვილი დაგეწერათ წიგნი?
- მართალი გითხრათ, წიგნის დაწერაზე არც მიფიქრია. ერთ დღესაც დავჯექი გაბრაზებული და დავწერე პოსტი, რომელიც უნდა დამედო ფეისბუქზე. მაგრამ მივხვდი, რომ ბევრი რამ მქონდა დასაწერი და ამ ერთ პოსტში არ დაეტეოდა. მერე ვიფიქრე, დამეწერა ბლოგი. თუმცა ესეც გადავიფიქრე. თან ვაგრძელებდი წერას და ბოლოს მივხვდი, რომ ძალიან ბევრი გამოვიდა. ვაჩვენე ჩემს მულს, რომელიც ჟურნალისტია და ძალიან მოეწონა. ვიფიქრე, ჩემი ნაწერი ისეთი ადამიანისთვის მიმეცა, ვინც არ მიცნობდა და ობიექტური იქნებოდა. ვიპოვე კიდეც. შედეგად ამ კაცმა შთაბეჭდილების ქვეშ თავის სახლში დაიწყო რემონტი, ჩამოყარა კედლები, დაანგრია აბაზანა - ამით ძალიან ბედნიერიცაა და თან მადლიერიც. ადამიანებს ეს წიგნი ეხმარებათ, გააგებინონ ხელოსნებს, თუ რა უნდათ.
- რემონტის დროს თანხებს რამდენად ზუსტად თვლით?
- მნიშვნელოვანია შეადგინო ხარჯთაღრიცხვა. უნდა მოელაპარაკო ჯგუფის ხელმძღვანელს, გაერკვე ხელობის ფასებში, დაითვალო კვადრატულობა. ხშირ შემთხვევაში სამზარეულოში არ არის ძალიან დიდი ფართი, ამიტომ იქ შეგიძლიათ ცოტა ძვირიანი კაფელი გააკრათ. მაგრამ როცა დიდი ფართია და ფინანსები არ გიწყობთ ხელს, შეგიძლიათ მოძებნოთ იაფიანი მასალა და ისეთი ხიბლი მოუძებნოთ, რომ სულ სხვა ელფერი შემატოს ოთახს. ჩემი თეთრი აბაზანა იაფი კაფელითაა გაკეთებული, მაგრამ ჩართული მაქვს განსხვავებული დეტალები. ამაზონიდან გამოვიწერე და მართლა კაპიკები დაჯდა.
სანამ რემონტს დაიწყებთ:
აუცილებლად კარგად მოიფიქრეთ, რა გინდათ; მოძებნეთ სანდო ჯგუფი, რომელიც რემონტზე იმუშავებს; კარგად გათვალეთ ხარჯები; მაქსიმალურად ეცადეთ, ხელოსანი დაარწმუნოთ, რომ ყველაფერში კარგად ერკვევით და ზუსტად ისე გინდათ რაღაცის გაკეთება, როგორც დაგეგმეთ და არა ისე, როგორც მას სურს.
ლელა ზურებიანი