რემონტის შემდეგ მეორე სტიქიური უბედურება ახალ სახლში გადასვლაა, თუმცა არსებოს რჩევები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ეს პროცესი ბევრად გამარტივდება. მაშ ასე:
1. მომზადება წინასწარ დაიწყეთ
თუ გადასვლა მალე მგიწევთ, ეცადეთ წინასწარ იზრუნოთ ყველა იმ ნივთზე, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ, ეს განსაკუთრებით ნივთების ჩასალაგებელ ყუთებს ეხება.
2. განთავისუფლდით ზედმეტი ნივთებისგან
ახალ სახლში გადასვლა შესანიშნავი მიზეზია საიმისოდ, რომ კარგად გადაავლოთ თვალი თქვენს ყველა ნივთს. თუ ისეთი ნივთები აღმოაჩინეთ, რომლებიც ორი წლის განმავლობაში არ გიხმარიათ, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან, გირჩევთ ეს პროცედურა ორჯერ გაიმეოროთ.
3. ნივთები
გამოყენების სიხშირის მიხედვით დაახარისხეთ
შეადგინეთ სამი სია. პირველში ჩაწერეთ ის ნივთები, რომლთაც ყველაზე ხშირად, რეგულარულად იყენებთ. მეორეში - ნივთები, რომელთაც დროდადრო იყენებთ, მესამეში – ნივთები, რომლებიც ყოველი შემთხვევისთვის არის განკუთვნილი. პირველ რიგში პირველ სიაში ჩანიშნული ნივთები ჩაალაგეთ, ბოლოს - მესამეში.
4. გამოიყენეთ ვაკუუმი
თუ ნივთები პოლიეთილენის პარკებშია ჩალაგებული და დიდ ადგილს იკავებს, ჰაერი მტვერსასრუტის მეშვეობით ამოტუმბეთ, ასე მათი მოცულობა შემცირდება.
5. ტანსაცმელი პაკეტებში ჩაალაგეთ
დაახარისხეთ ტანსაცმელი, მაგალითად, პერანგები ერთად, შარვლები ერთად და ა.შ. და ისე ჩაალაგეთ.
6. ოჯახის წევრების ნივთები დაანაწილეთ
ასე ნივთების ახალ ადგილას ამოლაგების დროს ნაკლები პრობლემა შეგექმნებათ. ხელახლა დახარისხება ბევრად ადვილი იქნება და სწრაფადაც დაასრულებთ ამ არცთუ სასიამოვნო საქმეს.
7. დიდი ნივთები პატარების გადასატანად გამოიყენეთ
მაგალითად, დიდ ქვაბებში პატარები ჩაალაგეთ, სახელურიან ჩანთებში და ყუთებში ტანსაცმელი ჩააწყვეთ.
8. ყუთები მას შემდეგ შეიძინეთ, როდესაც ძირითადი ნივთები დახარისხდება
მუყაოს დიდი ზომის ყუთები ძალიან მოსახერხებელია გადასვლის დროს. მათი რაოდენობა, რა თქმა უნდა, ნივთების რაოდენობის მიხედვით უნდა განსაზღვროთ.
9. ყუთებს წარწერები გაუკეთეთ
ყველა ყუთს გაუკეთეთ წარწერა, თუ რა არის შიგნით მოთავსებული. დანომრეთ ისინი და ეს ჩანაწერი გადაიტანეთ პლანშეტში ან ნოუთბუქში.
10. ყუთების გახსნის დროს ყველა გახსნილი ყუთი აღნიშნეთ
ეს საქმეს ბევრად გაგიმარტივებთ. ასევე აღნიშნეთ, სად რა შეინახეთ - ახალ გარემოში ეს ძალიან დაგეხმარებათ.