10 კითხვა იატაკის შესახებ - რომელ საფარს რა მინუსი და პლუსები აქვს

კედლების დეკორირებისაგან განსხვავებით იატაკს ერთხელ აგებენ და ისიც მრავალი წლით. ამიტომაც არის, რომ იატაკი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს და მისი დაგების დროს საგულდაგულოდ უნდა მოვემზადოთ, ყველა დეტალი და ფაქტორი კარგად უნა გავითვალისწინოთ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მაქსიმალურად შევეცდებით მოგცეთ სასარგებლო რჩევები, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ საქმეს და შედეგად კმაყოფილი დარჩებით. მაშ ასე:


1. რა ღირს კარგი იატაკი

იატაკი ნებისმიერი შენობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც საგულდაგულო შერჩევას საჭიროებს. არ ღირს იატაკზე ეკონიმიის გაკეთება, ეცადეთ იყიდოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მასალა, რათქმა უნდა, თქვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით.


2.
ვის სჭირდება ლამაზი იატაკი



გაითვალისწინეთ, რომ დიდ სივრცეში იატაკი უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენი სახლი დიდია, ძირითადი აქცენტი იატაკზე გააკეთეთ, თუ ბინა არც ისე დიდია, უპირატესობა ნეიტრალურ იატაკს მიანიჭეთ და აქცენტი ღია ფერის კედლებზე გააკეთეთ.

3. რა რაოდენობის საფარი უნდა გამოვიყენოთ
მთელ სახლში ერთი ტიპის საფარის გამოყენება სივრცეს ვიზუალურად უფრო ფართოს აჩენს.


4. როგორი უნდა იყოს ზომა



არსებობს მოსაზრება იმის თაობზე, რომ პატარა ზომის სახლში დიდფგურებიანი იატაკი ცუდად გამოიყურება, თუმცა რელურად ასე როდია, პირიქით, ამ დროს აქცენტი კეთდება ფუგურებზე და პატარა სივრცე აღარ იქცევს ყურადღებას.


5. ხე თუ სინთეტიკური ალტერნატივა



სანამ ხის იატაკს დააგებდეთ კარგად დაფიქრდით, გაუძლებს კი ეს ნაზი მასალა რეალურ დატვირთვას. თუ სახლში გყავთ ძაღლი, კატა ალბათობა იმის, რომ იატაკი დაიკაწროს ძალიან დიდია. ასევე ჯობს თავი შეიკავოთ ხის იატაკისაგან იმ შემთხვევაში, თუ რეგულარულად გიწევთ ავეჯის გადაადგილება, სკამების გაწევ-გამოწევა. ამ შემთხვევაში ჯობს უპირატესობა ლამინატს მიანიჭოთ.


რომელი ხის პარკეტის დაგება ჯობს სახლში და როგორ უნდა მოუაროთ - ექსკლუზიური ინტერვიუ "პარკეტის მოცარტად" წოდებულ ხელოსანთან


6. გჭირდებათ სახლში ერმიტაჟი?

არ არის აუცილებელი, ყველაზე მდგრადი და გამძლე იატაკის საფარის შეძენა სახლისთვის, ისინი გათვალისწინებულია ოფისებისა და მუზეუმებისთვის, სადაც მუდმივად უამრავი ადამიანი მოძრაობს.


7. როგორი უნდა იყოს მიკროკლიმატი



მიაქციეთ ყურადღება იმ ფაქტსაც, რომ ხის ეგზოტიკური ჯიშები ძალიან ძნელი და პრეტენზიული მოსავლელია, ისინი ვერ იტანენ კლიმატის ცვალებადობას. ეცადეთ სახლში ოპტიმალური, 20-22 გრადუსი ტემპერატურა და 50% ტენიანობა იყოს.


8. რომელი ლაქი შეავრჩიოთ
ეცადეთ შეარჩიოთ წყალში ადვილად ხსნადი საშუალება, მას ნაკლები სუნი აქვს.


9. უნდა პრიალებდეს თუ არა
ჯობია არჩევანი გლუვ სახეობაზე შეაჩეროთ. ის ძალიან ბუნებრივად გამოიყურება, ასევე შედარებით ადვილი მოსავლელია და ადვილად არ იკაწრება.


10. როგორი იატაკი უნდა შეარჩიოთ საბავშვო ოთახისთვის



ბავშვებმა სიარული მყარ ზედაპირზე უნდა ისწავლონ. გირჩევთ უარი თქვათ რბილ იატაკზე და შეარჩიოთ პარკეტი ან ლამინატი. ეცადეთ ზედაპირი არ იყოს სრიალა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები