რა მასალის უნდა იყოს აბაზანის ნიჟარა და რა არ უნდა შეგეშალოთ მისი არჩევისას

დღესდღეობით ბაზარზე აბაზანის ნიჟარების იმდენად ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილოი, რომ რთულია არჩევანის გაკეთება, კერამიკა ჯობია თუ შუშა, ლითონი თუ ხე, პლასტიკა თუ ბუნებრივი ქვა? ვეცდებით გაგიადვილოთ არჩევანის გაკეთება.

შუშა
ჰაი-ტეკის, თანამედროვე და პოპ-არტის სტილის აბაზანაში ხშირად შეხვდებით შუშის ნიჟარას. შუშა ქრომირებულ სანტექნიკას ბრწყინვალედ ეხამება. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ შუშა სასურველი ფერის შეარჩიოთ. ასევე მრავალფეროვანია შუშის ნიჟარები ფორმების მიხედვით.



პლუსები

1. მიმზიდველი გარეგნული იერ-სახე.
2. ფართო ფერთა გამა.
3. დიზაინერული ფორმების მრავალფეროვნება.
4. სიმსუბუქე.
5. ზედაპირი კარგად იტანს ნებისმიერი ტიპის
დაბინძურებას და აძალიან მარტივად ირეცხება.

მინუსები
1. შუშის ზედაპირზე უფრო მკვეთრად ჩანს ლაქები, ვიდრე კერამიკის.
2. შედარებით ფაქიზი მოსავლელია.
3. საკმაოდ ძვირად ღირებულია.
4. მძიმე საგნის მოხვედრის შემთხვევაში შესაძლოა ადვილად გატყდეს ან გაიბზაროს.


კერამიკა
ნიჟარების დასამზადებლად იყენებენ ორი სახის კერამიკას, თიხასა და ფაიფურს. თიხის ნიჟარა შედარებით იაფაია, თუმცა გარეგნულად ფაიფურისგან არ განსხვავდება. ექსპლუატაციის შედეგად თიხის ზედაპირს შესაძლოა წყლის ლაქები დააჩნდეს.



პლუსები
1. ხელმისაწვდომი ფასი.
2. ლამაზად გამოიყურება, თეთრი ხომ სისუფთავის ფერია.
3. კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას.
4. არ იწვევს ხმაურს.
5. ადვილად იწმინდება ნებისმიერი საწმენდი საშუალებით.

მინუსები
1. შედარებით ნაზია.
2. წყლის ზემოქმედების შედეგად დროთა განმავლობაში უჩნდება ბზარები.
3. სიმძიმე.


ფაიფური
ხარისხით უკეთესია, ვიდრე თიხა, თუმცა ფასიც მაღალი აქვს. არის უფრო მდგრადი და კარგად ინარჩუნებს სითეთრეს.



პლუსები
1. იგივე რაც აქვს თიხას, თუმცა ემატება უფრო მეტი სითეთრე

მინუსები
1. ფასი
2. სიმძიმე.


ნატურალური ქვა
როგორც წესი, ნიჟარების დასამზადებალდ იყნებენ გრანიტს, მარმარილოს ან ონიქსს.



პლუსები
1. ბუნებრივი სილამაზე
2. კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას.
3. კარგად უძლებს მექნიკურ ზემოქმედებას.
4. კარგად იტანს ნებისმიერ საწმენდ საშუალებას.
5. არ არის ხმაურიანი.

მინუსები
1. მაღალი ფასი.
2. სიმძიმე, ამიტომ ცოტა რთულია მისი მონტაჟი.
3. ქვას შესაძლოა დააჩნდეს ლაქები, ღვინის, ჭარხლის, ყავის და ა. შ. მისი გაწმენდა არც ისე ადვილია.
4. ბზარის გაჩენის შემთხვევაში მისი რესტავრირება არ ხერხდება.
5. დავარდნის შემთხვევაში შესაძლოა დაიფშვნას.


ხელოვნური ქვა
ეს იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც მოსწონს ნატურალური ქვა, თუმცა მისი შეძენის საშუალება არ აქვს.



პლუსები
1. გარეგნულად ძალიან ჰგავს ნატურალურ ქვას.
2. შედარებით იაფია.
3. შედარებით მსუბუქია.
4. შესაძლებელია მისი ფერის მიხედვით შერჩევა.
5. კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას.
6. არ არის ხმაურიანი.
7. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახის საწმენდი საშუალება.
8. გაბზარვის ან დაზიანების შემთხვევაში მისი რესტავრაცია შესაძლებელია.

მინუსები
1. კერამიკასთან შედარებით ძვირი ღირს.
2. ღია ფერის მასალამ დროთა განმავლობაში შეიძლება ფერი შეიცვალოს.
3. ლოთონთან შედარებით უფრო მძიმეა.
4. დავარდნის შემთხვევაში არსებობს მისი დამტვრევის საშიშროება.


ლითონი
ლოთონის ნიჟარები მდგარდობით გამოირჩევა.



პლუსები
1. ძალიან გამძლე მასალაა, მოგემსახურებათ დიდი ხანი, ერთადერთი, რაც შეიძლება დაემართოს, შესაძლოა დაიკაწროს.
2. კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას.
3. იწმინდება ნებისმიერი სახის საწმენდი საშუალებით.
4. არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ლაქები დააჩნდეს.
5. არის ძალიან მსუბუქი.
6. არ არსებობს მისი გატეხვის საშიშროება.
7. მისი ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია.

მინუსები
1. შედარებით ხმაურიანია წყლის მოშვების დროს.
2. შეიძლება დაიკაწროს.


ხე
თუ სტუმრების გაოცება და რაიმე ორიგინალური გსურთ, გირჩევთ არჩევანი ხის ნიჟარაზე შეაჩეროთ. ხის ნიჟარას, როგორც წესი, ამზადებენ მუხისაგან, ნეკერჩხლისაგან, წითელი ხისგან, მაბურასა და ბამბუკისგან.



პლუსები
1. გარეგნულად ძალიან ლამაზია.
2. არ არსებობს მისი გატეხვის საშიშროება.
3. არის ძალიან მსუბუქი.

მინუსები
1. ექსკლუზიურობის გამო არის საკმაოდ ძვირი.
2. ვერ გამოიყენებთ ყველა სახის საწმენდ საშუალებას, რადგან ადვილია მისი დამცავი ფენის დაზიანება.


პლასტიკური
პლასტიკატის ნიჟარა ძალიან კარგი სახმარია. არის ძალიან ფართო არჩევანი ფერების მიხედვით. ის დიდხანს გემსახურებათ, არის მსუბუქი და პრაქტიკული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები