ლინოლეუმი იატაკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საფარია. მისი შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის განსხვავდება არა მარტო სისქის, პრინტისა და ფერის მიხედვით, არამედ ექსპლუატაციის დონის მიხედვით.
სხვათა შორის, ეს მასალა ძალიან კომფორტული და კარგი სახმარია, მთავარი კი ის არის, რომ კარგად იტანს წყალს და უზრუნველყოფს თბოიზოლაციას. ასევე ძალიან ფართო არჩევანი აქვს, როგორც ფერის, ისე პრონტის მიხედვით, არის ძალიან ადვილი დასაგები და რაც მთავარია, მ
ისი საშუალებით ნებისმიერი სტილის შექმნაა შესაძლებელი.
საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის, როგორც წესი, საკმაოდ თხელ, დაახლოებით 4 მილიმეტრი სისქის ლინოლეუმს იყენებენ. ის ძალიან ადვილი დასაგებია ნებისმიერ სწორ ზედაპირზე და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. თუმცა საყურადღებოა, რომ ძლიერი ექსპლუატაციის შემთხვევაში მალე ცვდება.
ნახევრად კომერციული ტიპის ლინოლეუმს უფრო ხშირად სასტუმროებსა და ოფისებში იყენებენ. ვიზუალურად ძალიან ჰგავს წინა ტიპის ლინოლეუმს, თუმცა აქვს სპეციალური დამცავი ფენა, დახლოებით 1 მილიმეტრი სისქის. ის საგრძნობლად ზრდის მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობას.
კომერციული ტიპის ლინოლეუმი ისეთ ადგილებში გამოიყენება, სადაც ძალიან ბევრი ხალხი ირევა და შესაბამისად მასზე დიდი დატვირთვა მოდის. როგორც წესი, ასეთი ტიპის ლინოლეუმს აქვს სქელი დამცავი ფენა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს ლინოლეუმს პირვანდელ სახეს.
თხელი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ლინოლეუმი თხელია, 1,6 მმ სისქის. ის საკმაოდ მგრძნობიარეა მცირედით არასწორი ზედაპირის მიმართ. მისი ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 5 წელია. დადებითი მხარე გახლავთ ის, რომ საკმაოდ იაფი ღირს და შედარებით ადვილი მოსავლელია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს 4მმ სისქის საყოფაცხოვრებო ლინოლეუმიც, რომლის სტრუქტურაც შედარებით რთულია. მისი მთავარი უპირატესობა ლამაზი გარეგნული იერსახეა და ასევე ის, რომ მისი გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი აბაზანაში და რაღა თქმა უნდა, სამზარეულოშიც. ის კარგად ინარჩუნებს სითბოს. ასეთი ლინოლეუმი დაახლოებით 10 წელი მოგემსახურებათ.
არსებობს ნახევარმილიმეტრიანი თექის ლინოლეუმიც. ის დამზადებულია სინთეტიკური ან ნატურალური მასალისაგან. საკმაოდ მყარი, გამძლე და სასიამოვნოდ შესაგრძნობია.
დათბილული ლინოლეუმი დაახლოებით 1,5 მილიმეტრი სისქისაა. შედგება ორი ფენისაგან, დათბილული ფენა და ზედა ფენა. ასეთი ტიპის საფარი მგრძნობიარეა მექანიკური ზემოქმედების მიმართ. საშუალო ზომის საგნის დაცემის დროსაც კი არსებობს მისი დაზიანების, დახევის საშიშროება.