ყველა ადამიანს სჭირდება პერიოდულად გარემოს შეცვლა. თუ დასასვენებლად წასვლას და ახალი ბინის ყიდვას ვერ ახერხებთ, იქნებ სახლის რემონტზე გეფიქრათ. დიდი სიამოვნებით დაიწყებდით რემონტს, თუმცა საამისო თანხები არ გაქვთ? ასე თუ იფიქრეთ, თანხა არასდროს არის საკმარისი, თუ მოინდომებთ და ჩვენს რჩევებსაც გაითვალისწინებთ, შესაძლოა ეს პროცესი არცთუ მტანჯველად მოგეჩვენოთ.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის რემონტი სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა თუ ყველაფერს წინასწარ დაგეგმავთ და კარგად გააანალიზებთ რა და როგორ გსურთ, სასურველ შედეგს მიიღებთ და საბოლოოდ კმაყოფილიც დარჩებით.
მაშ ასე, ნაბიჯი პირველი –
უნდა განისზაღვროს რემონტის ტიპი, როგორ რემონტს საჭიროებთ.
კარგად დაფიქრდით, რამდენად მასშტაბური შესაძლოა იყოს ცვლილებები თქვენს ბინაში, როგორი ცვლილებები გჭირდებათ - კაპიტალური, მიმდინარე თუ კოსმეტიკური. ან იქნებ ევრორემონტზე ოცნებობთ?
სხვათა შორის, ევრორემონტი სხვა არაფერია, თუ არა რემონტის გაკეთება უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებით.
რითი განსხვავდება რემონტის სახეობები ერთმანეთისგან
მიმდინარე რემონტი გულისხმობს თქვენი ბინის იერსახის მნიშვნელოვან ცვლილებებს კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებების გარეშე.
მიმდინარე და კოსმეტიკური რემონტი სინონიმებია. რომელია უფრო სწორია? ეს თქვენზეა დამოკიდებული, რომელი ფორმაც უფრო მოგწონთ, ის გამოიყენეთ.
კოსმეტიკური რემონტის 2 სახეობა
სტანდარტული კოსმეტიკური რემონტი გულისხმობს სახლის ძველი იერსახის აღდგენას ძირეული ცვლილებების გარეშე, ძველი მასალის შეცვლის გარეშე, მხოლოდ აღდგენით.
სტანდარტულ მიმდინარე რემონტში შედის
1.შპალერის გამოცვლა
2.კარ-ფანჯრის, პლინტუსების, კედლების და ჭერის შეღებვა
3. იატაკის გაშალაშინება და ლაქის წასმა
კოსმეტიკური რემონტი ძველი მასალის ახლით შეცვლით
ასეთი ტიპის რემონტში შედის
1. ძველი შპალერის ვენეციური სტილით შეცვლა
2. კედლების ღებვა
3. იატაკის გადაღებვა აკრილის საღებავებით
4. პლინტუსების შეცვლა
კაპიტალური რემონტი
კაპიტალური რემონტი გულისხმობს სახლის იერსახის შეცვლას კონსტრუქციული ელემენტების ცვალებადობით.
არსებობს მარტივი და რთული კაპიტალური რემონტი
პირველი გულისხმობს ინჟინერული სისტემის და კონსტრუქციული ელემენტების შეცვლას, დემონტაჟს, იატაკის შეცვლას, კედლების დამუშავებას, ელექტროსადენების და კანალიზაციის სრულ განახლებას.
მეორე კი მოიცავს დამატებით ნიუანსებს, როგორიც არის დეკორატიული ჭერი, ნიშები და თაღები.
ბინის რეკონსტრუქცია რთული კაპიტალური რემონტია.
ნაბიჯი მეორე - საჭიროა თუ არა დიზაინერული პროექტი
მიმდინარე, ანუ კოსმეტიკური რემონტისთვის დიზაინის პროექტი ზედმეტია, ხოლო კაპიტალური რემონტისთვის აუცილებელი.
უმჯობესია, პროექტისთვის პროფესიონალს, სეციალისტს მიმართოთ.
ნაბიჯი მესამე - ვის მივანდოთ ჩვენი რემონტი
თავდაპირველად უნდა ჩამოყალიბდეთ, საკუთარი ხელით აპირებთ რემონტის გაკეთებას თუ ბრიგადას დაიქირავებთ. კოსმეტიკური რემონტი არ საჭიროებს დიდი დანახარჯებსა და განსაკუთრებულ პროფესიონალებს, აი, კაპიტალური რემონტი კი მართლაც საკუთარი საქმის ოსტატებს უნდა მიანდოთ. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ ამაზე ეკონომიის გაკეთებას არ გირჩევთ.