პოდიუმი - საუკეთესო გამოსავალი ოთახის ზონირებისა და დამატებითი სათავსოებისთვის

ბინასა თუ სახლში პოდიუმი სიახლედ ნამდვილად აღარ ითვლება. ინტერიერის ეს ელემენტი იმდენად მყარად შეერწყა თანამედროვე სახლებს, რომ მხოლოდ გაკვირვება შეიძლება გამოვხატოთ, ყველა ოჯახში რატომ არ არის დანერგილი ასეთი მოსახერხებელი ელემენტი. განსაკუთრებით მცირეგაბარიტიანი სახლებისთვის არის აქტუალური, როდესაც კატასტროფულად იგრძნობა სათავსოების ნაკლებობა.

1. პოდიუმის უნივერსალური კონსტრუქცია

თანამედროვე ბინებს პოდიუმი დიდი წარმატებით მოერგო, მცირეგაბარიტიანი სახლების მეპატრონეებისთვის კი ის საერთოდ მაშველ რგოლად აღიქმება.
ამ უნივერსალურმა კონსტრუქციამ ბევრ ადამიანს გაუმარტივა ცხოვრება, როდესაც კატასტროფულად იგრძნობა სათავსოების დეფიციტი და ამავე დროს ქმნის ცალკე, დამოუკიდებელ სივრცეს.

ამ კონსტრუქციის
მორგების თუ შერწყმის უნივერსალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი საშუალებით ზედმეტი პრობლემების გარეშე, ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ინტერიერის ლამაზად გაფორმებაც, დამატებითი სათავსოების მოძიებაც და დამატებითი სივრცის ორგანიზებაც.

დიზაინერები პოდიუმის სამ ტიპს გამოყოფენ.

დეკორატიული პოდიუმი
ის არა მარტო ოთახის გასალამაზებელი ელემენტია, არამედ სივრცეს ზონებად ყოფს. პოდიუმს ასევე ვიზუალური ეფექტის მოსახდენადაც მიმართავენ ხოლმე. თუ ეს ელემენტი გეომეტრიულად სწორად იქნება გათვლილი, ოთახი უფრო ფართო გამოჩნდება, ჭერი კი ბევრად მაღალი.
შემაღლებულ ადგილს ოთახში ძალიან ეფექტურად შეუძლია ყურადღების გადატანა თუნდაც ოთახის არცთუ სასურველი ფორმიდან.

ტექნიკური პოდიუმი
ასეთი პოდიუმი მხოლოდ იმ კომუნიკაციების დასაფარად გამოიყენება, რომელიც საერთო ინტერიერს აფუჭებს. ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ აბაზანაში მილების დასაფარად ან სამზარეულოში წყლის კომუნიკაციების შესანიღბად.

უნივერსალური პოდიუმი
უნივერსალური პოდიუმი კი აერთიანებს ზემოჩამოთვლილი ორი სახეობის ერთობლიობას, ანუ მას აქვს რამდენიმე ფუნქცია ერთად, რომელთაც წარმატებით უმკლავდება.

პოდიუმი მისაღებში

როგორც წესი, მისაღებში პოდიუმზე მოსასვენებელი ზონა ეწყობა ხოლმე. მასზე ათავსებენ სავარძლებს, დივანს, პატარა მაგიდას
და ა.შ.
ერთოთახიან ბინაში ასევე აწყობენ საძინებლელს, რაც ძალიან მოსახერხებელია. შესაძლებელია მასზე ასევე სამუშაო ზონის მოწყობაც.

პოდიუმი საძინებელში

საძინებელში, როგორც წესი, პოდიუმზე დასაძინებელი ადგილია ხოლმე მოთავსებული, რაც ცალკე საწოლის ყდვის საჭიროებას გამორიცხავს. პოდიუმი იძლევა სასუალებას შიდა ნაწილში განთავსდეს საკმაოდ დიდი სათავსო და ტუმბოების საჭიროებაც თავისთავად აღარ არის.
ასევე შესაძლებელია უფრო მაღალი პოდიუმის გაკეთება და შესაბამისად მეტად ფუნქციური ზონის შექმნა.



პოდიუმი ბავშვის ოთახში

როგორ ხედავთ, პოდიუმის არსებობა ბავშვის ოთახში საშუალებას იძლევა ბავშვს მეტი სათამაშო სივრცე ჰქონდეს.
ყველაზე ხშირად სწორედ პლატფორმაზე ეწყობა სათამაშო ზონა.


5. პოდიუმი სამზარეულოში

როგორც წესი, ასეთ პოდიუმს ყველაზე ხშირად სტუდიოს ტიპის ბინებში აკეთებენ ხოლმე, რათა სამზარეულო და სასადილო ზონები ერთმანეთისგან გამოყონ.


6. პოდიუმი აბაზანაში

თუ აბაზანის ფართობი ამის საშუალებას იძლევა, პოდიუმი აბაზანაშიც ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

პოდიუმი ფანჯრის რაფის ნაცვლად

ინტერიერის გაფორმების ძალიან საინტერესო ვარინატია და ნამდვილად ღირს მასზე ყურადღების გამახვილება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები