სახლი, რომელიც ქეთი გოგილაშვილმა საკუთარი გემოვნებით მოაწყო, თბილისში მდებარეობს. რემონტს საკმაო დრო მოანდომა, შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა. ქეთიმ საკუთარი ნაშრომი ფეისბუქზე, „რემონტის“ ჯგუფში ადამიანებს გაუზიარა, სადაც დიდი აღფრთოვანება და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. როგორ დაგეგმა რემონტის პროცესი, რა აუცილებელი კრიტერიუმები გაითვალისწინა და რა სირთულეების გადალახვა მოუხდა, ამის შესახებ ქეთი თავად მოგიყვებათ.
- დამთავრებული მაქვს თბილისის სამხატვრო აკადემია, ტექსტილის დიზაინის განხრით. ამჟამად ვმუშაობ კომპანია ინდიტექსში, ზარას მამაკაცების განყოფილების მენეჯერად.
- თქვენი სახლის ინტერიერმა დიდი მოწონება დაიმსახურა სოციალურ ქსელში. მოგვიყევით სახლზე, რომელიც ახლახან
გაარემონტეთ...
- თვითონაც არ მეგონა, ასეთი გამოხმაურება თუ მოყვებოდა ჩემი სახლის დიზაინს. მე უბრალოდ ჩემი შედეგის გაზიარება მინდოდა ადამიანებისთვის, რომლებმაც რჩევები არ დაიშურეს ჩემთვის რემონტის პროცესში.
ბინა დაახლოებით ერთი წლის წინ შევიძინე ე.წ. შავი კარკასი. ფაქტობრივად მხოლოდ ოთხი კედელი იყო. თუმცა ამან შესაძლებლობა მომცა, ყველა დეტალი მე თვითონ დამეგეგმა.
- მანამდე თუ გქონდათ რემონტის და დიზაინის სფეროში გამოცდილება?
- ბინის რემონტის არა, მაგრამ ჩემი ბავშვობის ოთახი მაქვს ჩემი გემოვნებით გადაკეთებული და მოწყობილი.
- როგორ დაგეგმეთ და როგორ წარმართეთ რემონტის პროცესი?
- პირველ რიგში ვიცოდი, რომ საძინებელს სალონისგან ე.წ. ვიტრაჟით გამოვყოფდი. შემდეგ ინტერნეტში სტილის და ფერების შერჩევა დავიწე. რამდენიმე დეტალი უკვე მოფიქრებული მქონდა, მაგალითად ჭერის დატოვება ბეტონის ეფექტით, ფერადი სამზარეულო, აგურის კედელი და შავი დეტალები. ასევე ძალიან მინდოდა განსხვავებული შემოსასვლელი კარი.
- დიზაინერისგან რჩევები არ მიგიღიათ?
- არა. ძალიან მინდოდა, ყველაფერი თავად დამეგეგმა და გამეკეთებინა, ამიტომ ყველა დეტალი ჩემი მოფიქრებულია. თვითონ პროცესმა იმდენად დიდი სიამოვნება მომანიჭა, რომ ალბათ კიდევ სხვა ბინას გავარემონტებდი და გავაწყობდი.
- არ არსებობს რემონტი სირთულის გარეშე. ყველაზე მეტად რა პრობლემამ შეგიქმნათ დისკომფორტი?
- ძალიან კარგი ხელოსნების ჯგუფი შემხვდა და მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნა ჩემი მოთხოვნები. ყველაზე მეტი დისკომფორტი ალბათ იმან შემიქმნა, რომ ბევრი კარგი მასალა თუ ნივთი ჩემთვის ხელმიუწვდომელი იყო.
- მასალების და ავეჯის შერჩევის დროს დიდი არჩევანი გქონდათ?
- სხვათა შორის, ნამდვილად არ ველოდი ქართული ბაზარი ასეთი მრავალფეროვანი თუ იქნებოდა ამ კუთხით, მთავარია, რის შესაძლებლობას გაძლევს შენი შემოსავალი და ბიუჯეტი.
- რემონტის პროცესში ვინმე გეხმარებოდათ?
- ალბათ დროში ძალიან გამეწელებოდა რემონტი, რომ არა ჩემი მშობლების გვერდში დგომა. მათ არც ელიავას ბაზრობაზე გასვლა ეზარებოდათ, ზოგჯერ დღეში რამდენიმეჯერაც კი და არც მუშების მეთვალყურეობა, როდესაც მე სამსახურში გავდიოდი. ასევე მხარში დამიდგნენ ჩემი მეგობრები, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწამებდი კითხვებით, თუ რომელი ნივთი ჯობდა, ან ერთი და იგივე მაღაზიაში სამჯერ და მეტჯერ ჩემთან ერთად დადიოდნენ.
- ინტერიერის თანამედროვე ტენდენციებს ინტერნეტის საშუალებით ეცნობოდით?
- კი, ახლა ხომ ინტერნეტში ყველაფერი ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, ჩემი ხედვები მქონდა, თუმცა ინტერნეტიდან ამოკრეფილი სურათებით უფრო გამიადვილდა ხელოსნებისთვის დეტალების ახსნა.
- დღევანდელი გადმოსახედიდან არის რამე, რასაც შეცვლიდით, ან სხვანაირად გააკეთებდით?
- იცით, მგონი ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. არის რაღაც დეტალები, რაც დასამატებელია, თუმცა ფინანსურად ყველაფერს ვერ შევწვდი. ყველაზე მეტად გული მწყდება, რომ ვერ გავაკეთე ყვითელი მაცივარი, რომელიც მგონია რომ სამზარეულოს ძალიან მოუხდება. ასევე მინდოდა ერთი კედლის მოხატვა მისაღებში, Roy Lichtenstein-ის შემოქმედებიდან Pop Art-ის სტილში.
- არის ეს თქვენი ოცნების სახლი?
- დიახ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩემი ოცნების სახლი.
მერი ბლიაძე