ოთახშორისი კარი - მთავარი ტენდენციები და შერჩევის თავისებურებები

ყველამ კარგად ვიცით, რომ რემონტის დროს ყველა, თუნდაც ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო დეტალსაც კი ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ეს კი იმისთვის არის საჭირო, რომ არსებული კომპონენტებით უნდა შეიქმნას ისეთი ანსამბლი, რომელიც ერთმანეთში იდეალურ ჰარმონიას შექმნის. ამ შემთხვევაში გამონაკლისს არც ოთახშორისი კარი წარმოადგენს. მას ოთახში მხოლოდ პრაქტიკული ფუნქცია როდი აკისრია, ძალიან ხშირად კარი ინტერიერის განუყოფელი ნაწილი არის ხოლმე.


ამიტომაც არის, რომ დღესდღეობით ბაზარზე კარების დიდი არჩევანია და თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი. თუმცა სწორედ ამ დროს, ანუ შერჩევის დროს
იჩენს თავს მთავარი სირთულეები. გასათვალისწინებელია ყველაფერი, მასალა, ფასი, ვიზუალი და ა.შ. 


კარს ფორმისა და ზომის მიხედვით ვარჩევთ

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ კარის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, არის ის, რომ საგულდაგულოდ უნდა გაზომოთ მისი ჩასასმელი ადგილი. ეს ძალიან მნიშნელოვანია.

ძირითადი ტიპები

როგორც უკვე გითხარით, ოთახშორისი კარის ძალიან დიდი არჩევანი არსებობს. თუმცა ორი ძირითადი ტიპი დომინირებს, გამოსაღები კარი და გასაწევი კარი.
გამოსაღები კარი კლასიკურ მოდელად მიიჩნევა და ჩვენთან უფრო ინტენსიურად გამოიყენება. ამ ტიპს თავისი უპირატესობები აქვს:


საკმაოდ მისაღები ფასი


მარტივი მონტაჟი


კარგად ერგება თითქმის ყველა სტილს


არის უბრალო და ტრადიციული

კარი შეიძლება იყოს ერთფრთიანი და ორფრთიანი. ბოლო დროს მეტად აქტუალური ორფრთიანია და ეს იმით აიხსნება, რომ ადამიანებს სურთ უფრო განიერი ადგილი ჰქონდეთ თავისუფალი, რაც ხელს უწყობს უფრო მეტი სინათლის შესვლას ოთახში და ასევე არის მეტად პრაქტიკული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია დიდი გაბარიტების ავეჯის შეტანა-გატანაზე.

თუმცა როგორც ყველაფერს, ამ ტიპის კარსაც აქვს თავისი მინუსები. კერძოდ, იმისათვის, რომ კარი თავისუფლად იღებოდეს, აუცილებელია მის უკან იყოს საკმარისი თავისუფალი სივრცე, სადაც არაფერი იდგმება. ეს ფაქტორი აუცილებად გასათვალისწინებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ფართობთან დაკავშირებით გაქვთ პრობლემები, გირჩევთ, სხვა სახის კარზე გააკეთოთ არჩევანი.

მცირეგაბარიტიან სახლში დიზაინრებეი გასაწევი კარის დამონტაჟებას გვირჩევენ.

რაც შეეხება მასალას, ის ბევრნაირია და აბსოლუტურად თქვენს ბიუჯეტსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. კარებმა შესაძლებელია აქცენტის ფუნქციას შეასრულოს ინტერიერში და იქნებ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ძალიან ეფექტური დიზაინი შექმნათ.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები